ყველაფერი, რაც გუშინ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოგრჩათ
გუშინ მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპი დასრულდა. ინგლისმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და ნახევარფინალის საგზური დაისაკუთრა, ხოლო ხორვატიამ თერთმეტმეტრიანების სერიაში რუსეთს სძლია და შემდეგ ეტაპზე „სამ ლომს“ დაუპირისპირდება.

საუთგეიტის ორეული
გუშინ გარეტ საუთგეითი ტრიბუნებზეც იჯდა. ინგლისელი მწვრთნელის ორეულს ზუსტად იგივე ტანსაცმელი ეცვა და გულშემატკივრებისგან კომპპლიმენტები დაიმსახურა. ზოგიერთ მათგანს მასთან სურათის გადაღება სურდა, ეგონა რა, რომ საქმე ინგლისის ნაკრების თავკაცთან ჰქონდათ.




დელა ალი ინგლისის ნაკრების ისტორიაში შევიდა
შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ გატანილმა გოლმა დელე ალის ადგილი ინგლისის ნაკრების ისტორიაში დაუმკვიდრა. „ტოტენჰემის“ ნახევარმცველი მაიკლ ოუენის შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელმაც მუნდიალზე გოლის გატანა შეძლო. დელემ შვედეთის ნაკრების კარი 22 წლის და 87 დღის ასაკში აიღო.

ინგლისის მესამე ნახევარფინალი
„სამი ლომი“ მუნდიალის ნახევარფინალში ისტორიაში მესამედ გავიდა. ბოლოს ინგლისი ამ ეტაპზე 1990 წელს იმყოფებოდა და დასავლეთ გერმანიასთან დამარცხდა, მანამდე კი მსგავსი რამ 1966 წელს გააკეთა.

Wenger Out
„არსენალის“ გულშემატკივრები, როგორც ჩანს ხუმრობის ხასიათზე იყვნენ და შვედეთთან მატჩისას ტრიბუნაზე საინტერესო შინაარსის მქონე ბანერი გამოფინეს, რომელზეც „მეთოფეთა“ ქომაგების „საყვარელი“ ფრაზა, Wenger out ეწერა.
???????????????????????????? England vs Sweden ????????
— SPORF (@Sporf) July 7, 2018
???? "Wenger Out" spotted at Samara Arena
???? Only @England fans ???? pic.twitter.com/JxW2Are0Wc
ბრიტანეთის არმიის მიერ შესრულებული "It’s coming home"
ბრიტანული არმიის სამუსიკო ბენდმა შვედეთი-ინგლისის მატჩის დაწყებამდე ლეგენდარული სიმღერა, It’s coming home შეასრულა.