შეხვედრა მიუნხენის ''ბაიერნთან'' - შეყილაძემ ''ლოკომოტივი'' მარცხისგან იხსნა
Aa
Aa

შეხვედრა მიუნხენის ''ბაიერნთან'' - შეყილაძემ ''ლოკომოტივი'' მარცხისგან იხსნა

საფეხბურთო კლუბ თბილისის ''ლოკომოტივის'' 19 წლამდე გუნდი ამხანაგურ მატჩში მიუნხენის ''ბაიერნის'' 19 წლამდე გუნდს შეხვდა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. მატჩი მიუნხენში ''ბაიერნის'' აკადემიის ბაზაზე გაიმართა.

პირველ ტაიმში ერთადერთი გოლი მასპინძლებმა გაიტანეს. მე-11 წუთზე მარინ პუდიჩმა ''ბაიერნი'' დააწინაურა.

შესვენების შემდეგ ''ლოკომ'' ანგარიში გაათანაბრა, სულიკო დავითაშვილის გაწვრთნილი გუნდიდან საპასუხო გოლი 52-ე წუთზე შოთა შეყილაძემ შეაგდო.

თბილისის ''ლოკომოტივის'' შემადგენლობა გერმანულ კლუბთან შეხვედრაში:

გუგუშვილი (მიქავა), ჯაფარიძე (ბაქრაძე), სირაძე, ბუიღლიშვილი, ჯავახიშვილი, ჯინჭარაძე (ნაჭყებია), ჯანაშია (კაპ), ოქროპირიძე (ძაძამია), გრძელიძე, ინჯგია (ქაჯაია), შეყილაძე (იაკობიძე)

მატჩის შემდეგ ''ბაიერნის'' 19 წლამდე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სებასტიან ჰიონესმა მცირე კომენტარი გააკეთა.

"ჩვენი ახალგაზრდული გუნდით სეზონის პირველი ამხანაგური მატჩი ჩავატარეთ. თბილისელებმა წინააღმდეგობა გაგვიწიეს, განსაკუთრებით ფიზიკურად" - ჰიონესის სიტყვებს ''ლოკომოტივის'' ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები