Aa Aa
5 ივლისი 2018  |  12:47

''ლობჟანიძის შეძენა არაერთ გუნდს სურს'' - ''რანდერსი'' ქართველის გაყიდვას არ აპირებს

imgbanner

საფეხბურთო კლუბ ''რანდერსის'' საუკეთესო ბომბარდირმა საბა ლობჟანიძემ შესაძლოა კლუბი დატოვოს, თუმცა გუნდის ხელმძღვანელებს მისი შენარჩუნება სურთ.

''საბას შეძენით არაერთი გუნდი დაინტერესდა, მაგრამ ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ჩვენს გეგმებში ლობჟანიძის გაყიდვა არ შედის. ვიცით რომ ''რანდერსის'' სათადარიგო სკამი მოკლეა, აქედან გამომდინარე გუნდის გაძლიერებაზე ვმუშაობთ'' - აღნიშნა კლუბის სპორტულმა დირექტორმა სორენ პედერსენმა bold.dk-თვის მიცემულ ინტერვიუში. 

მიმდინარე მუნდიალზე ''რანდერსის'' მეკარე ჰანეს ჰალდორსონმა თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა. ისლანდიელმა ლიონელ მესის დარტყმული თერთმეტმეტრიანი მოიგერია. ისლანდიის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია, ჰალდორსონი კი კარიერას ''ყარაბაღში'' გააგრძელებს. აზერბაიჯანულმა გუნდმა გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზა. შესაძლოა ლობჟანიძე ისლანდიელის მსგავსად უფრო ძლიერ კლუბში ვიხილოთ.

''შესანიშნავ ფორმაში მყოფმა ჰალდორსონმა კარიერის ''ყარაბაღში'' გაგრძელება გადაწყვიტა. ახალი მეკარის დამატება მოგვიწევს'' - განაცხადა პედერსენმა.

23 წლის ლობჟანიძემ დანიის სუპერლიგაში სადებიუტო სეზონში 29 მატჩში 9 გოლი გაიტანა. გარდა ამისა გარემარბმა ფლეი-აუტის 4 მატჩში 3 გოლი შეაგდო და დიდი როლი შეასრულა ''რანდერსის'' სუპერლიგაში დარჩენაში.

23 წლის საბა ლობჟანიძე თბილისის ''დინამოსა'' და საჩხერის ''ჩიხურას'' ყოფილი ფეხბურთელია. 2017 წლის ზაფხულიდან ''რანდერსის'' კუთვნილებაა.

ნიჭიერმა შემტევმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 5 მატჩი ჩაატარა. 

imgbanner

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები