ბოლო 5 მატჩში 6 გოლი - ქვილითაიამ ნახევარფინალში გაიტანა
Aa
Aa

ბოლო 5 მატჩში 6 გოლი - ქვილითაიამ ნახევარფინალში გაიტანა

ავსტრიის თასის ნახევარფინალში გრაცის ''შტურმმა'' საკუთარ მოედანზე 3:2 დაამარცხა ვენის ''რაპიდი.'' მატჩის ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა. მასპინძლებმა გამარჯვების გოლი 102-ე წუთზე გაიტანეს.

ვენის ''რაპიდის'' სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა გიორგი ქვილითაია. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი 53-ე წუთზე ჩაერთო თამაშში. ქვილითაიამ 84-ე წუთზე თავური დარტყმით გოლი გაიტანა და ანგარიში 2:2 გახდა. ქართველის გოლმა ''რაპიდი'' ძირითად დროში მარცხისგან იხსნა, თუმცა დამატებით დროში ერთადერთი გოლი გრაცულმა გუნდმა გაიტანა და ფინალში გავიდა.

 

გიორგი ქვილითაიამ მიმდინარე სეზონში ''რაპიდის'' მაისურით ჩატარებულ 29 მატჩში 11 გოლი გაიტანა. 24 წლის ფეხბურთელმა 8 გოლი ბუნდესლიგაში შეაგდო, 3 კი - ავსტრიის თასზე. ქვილითაიამ უკანასკნელ ხუთ შეხვედრაში ავსტრიული გუნდის შემადგენლობაში 6 გოლი გაიტანა.

2016-17 წლების სეზონში ვენის ''რაპიდი'' ავსტრიის თასის ფინალში გავიდა, სადაც ''ზალცბურგთან'' დამარცხდა.

 

დანიის სუპერლიგის გასავარდნი ზონის მეორე ჯგუფში ''რანდერსისა'' და ''ოდენსეს'' დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა. ''რანდერსისთვის'' საბა ლობჟანიძემ 90 წუთი ითამაშა. ოთხგუნდიან ჯგუფში ''რანდერსი'' 24 ქულით მესამე ადგილზეა და გადათამაშების გზით ეცდება სუპერლიგაში ადგილის შენარჩუნებას, რადგან ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტური რჩება და მეორეადგილოსან ''სიონერიუსკის'' 13 ქულით ჩამორჩება. ''რანდერსი'' მხოლოდ 2 ქულით უსწრებს მეოთხეადგილოსან ''ლიუნგბიუს.'' მესამე და მეოთხე ადგილზე გასული კლუბები გადათამაშებაში მიიღებენ მონაწილეობას.

ქართველი ლეგიონერების შესახებ იხილეთ

''შახტარი'' ფინალშია - ფონსეკა ხოჭოლავას ენდო

არაბულის გოლი ნახევარფინალში - ტრავმის შემდეგ პირველად გაიტანა

''თასი ჩვენთან უნდა დარჩეს'' - ზარანდია პოლონეთის თასის ფინალშია

გველესიანი მერვედფინალშია - ქართველის წარმატება აზიის ჩემპიონთა ლიგაზე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები