გიორგი მამარდაშვილი, მანუელ ნოიერი, ლუკას ჰრადეცკი, ემილიანო მარტინესი, ჯანლუიჯი დონარუმა, მაიკ მენიო, ედერსონ მორაეში, ალისონ ბეკერი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი
Aa
Aa

მსოფლიოს ტოპ 10 მეკარე Four Four Two-ს აზრით | მამარდა ათეულში არაა

Four Four Two-მ 10 მეკარე დაასახელა, რომლებიც მისი აზრით, დღესდღეობით, საუკეთესონი არიან. ავტორიტეტული ბრიტანული ჟურნალის სიაში ვერ მოხვდა გიორგი მამარდაშვილი. „მამარდა“ მიმდინარე სეზონში შესანიშნავად გამოიყურება და ლა ლიგაში ყველაზე მეტი თერთმეტმეტრიანი აქვს მოგერიებული.

Four Four Two-ს ტოპ 10-ში პირველ პოზიციას „ლივერპულის“ გოლკიპერი, ალისონი იკავებს. მერსისაიდელთა ფეხბურთელს მისი თანამემამულე, ედერსონი მოჰყვება, რომელიც „მანჩესტერ სიტის“ კარს იცავს, მესამე კი „ბარსელონას“ წარმომადგენელი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენია.

მეოთხე ადგილზე ემილიანო მარტინესს ვხედავთ, მეხუთეზე მაიკ მენიოა, მეექვსეზე - იან ზომერი. „პარი სენ-ჟერმენის“ მეკარე, ჯანლუიჯი დონარუმა მე-7 გახლავთ. „ლევერკუზენის“ წარმომადგენელი, ლუკას ჰრადეცკი მერვეა, დიოგუ კოშტა - მეცხრე, მეათე ადგილზე კი მანუელ ნოიერია.

ცნობისთვის, ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მამარდაშვილს 32 შეხვედრაში 34 გოლი აქვს გაშვებული, კარი მშრალად კი 12-ჯერ შეინახა. ალისონს პრემიერ ლიგაში რვით ნაკლები მატჩი გაუმართავს და 23 გოლი გაუშვა, კარი მშრალად კი 7-ჯერ შეინახა. ედერსონმა პრემიერ ლიგაში 28 მატჩი გამართა - 26 გაშვებული გოლი, 9 მშრალი შეხვედრა. მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ლა ლიგაში 22 მატჩი გამართა - 20 გოლი, 12 მშრალი შეხვედრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარასა და ოსიმენის ფასი დავარდა, მათი გაყიდვის რისკი არსებობს...“
„კვარასა და ოსიმენის ფასი დავარდა, მათი გაყიდვის რისკი არსებობს...“