ზურიკო დავითაშვილი, ვილი სანიოლი
Aa
Aa

კედელზე თავით მიდიოდა, ახლა მომწიფდა - სანიოლმა დავითაშვილზე ისაუბრა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა RMCSport-თან ვრცელ ინტერვიუში ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. ერთ-ერთი კითხვა „ბორდოს’’ ქართველ ნახევარმცველს ზურიკო დავითაშვილს ეხებოდა. ვილის აზრით, „ბორდოს'' ლიდერი პროგრესირებს და მისი მოქმედებები უფრო გონივრულია.

ვილი სანიოლი: „ზურიკოს ბოლო თამაშები ვნახე, „დიუნკერკთან’’ სტადიონზე ვიყავი, შესანიშნავი გოლი გაიტანა. მე ვფიქრობ ის იმ ფეხბურთელებთან ერთადაა, ვგულისხმობ ნაკრების სხვა მოთამაშეებს, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე გასვლით ოდნავ გათავისუფლდებიან და აღარ განიხილებიან იმ ქვეყნის ნაკრების წევრებად, რომელიც დიდ ფორუმზე ვერასდროს ხვდებოდა და ყოველთვის მარცხდებოდა. მე ვფიქრობ, ამ წარმატებით ზურიკო და ნაკრების სხვა მოთამაშეები ოდნავ განთავისუფლდებიან.

რაც შეეხება მის კარიერას „ბორდოში’’, როცა მის თამაშს ვუყურებდი, ზოგჯერ კედელზე მიდიოდა, მაგრამ ბოლო თვეებში მომწიფდა და უფრო პროდუქტიული გახდა’’.

ზურიკოსთვის და „ბორდოსთვის'' მძიმე სეზონია, გუნდი ლიგა 1-ში ვერ აღზევდა, დავითაშვილს კი გოლების გატანა ძალიან უჭირდა, ბოლო მატჩებში მოუმატა, საბერძნეთთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ საკლუბო დონეზე პროდუქტიულია. მიმდინარე სეზონში ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 2-ის 33 მატჩში (27 სასტარტოში) 6 გოლი შეაგდო და 6 საგოლე პასი შეასრულა. ქართველმა შემტევმა ლიგა 2-ში ჩატარებულ ბოლო ხუთ შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემით დაეხმარა გუნდს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები