ხვიჩა კვარაცხელია, მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

„უნიკალური თაობა გვყავს“ | რა თქვა მერაბმა საქართველოს ნაკრებზე

მერაბ დვალიშვილი Veterans Minimum-ის პოდკასტის სტუმარი იყო და ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. „მანქანამ“ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წარმატებაზეც ილაპარაკა და განაცხადა, რომ „ჯვაროსნებს“ უნიკალური თაობა ჰყავთ.

„MMA ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესო სპორტია, მეორე ადგილზე კი ფეხბურთს ვაყენებ. სხვათა შორის, ახლახან საქართველომ საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ვიასპარეზებთ. წინ საქართველო!

ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელიც ძალიან თავმდაბალი და რელიგიური ბიჭია. ნაკრების ეს თაობა უნიკალურია და ძალიან ჭკვიანი, კარგი და თავმდაბალი ბიჭები არიან. ეს გუნდი ძალიან მომწონს“.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 2024 წლის 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით, გერმანიაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში იქნება. „ჯვაროსნები“ თურქეთთან (18 ივნისი), ჩეხეთთან (22 ივნისი) და პორტუგალიასთან (26 ივნისი) ითამაშებენ. უეფა-ს ცვლილებების შედეგად, ვილი სანიოლს ევროპის ჩემპიონატზე 26 კაცის წაყვანის უფლება ექნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„წითელმა ბარათმა ჩვენი გეგმები შეცვალა“ | რა თქვა პეპელუმ მამარდას ეპიზოდზე
„წითელმა ბარათმა ჩვენი გეგმები შეცვალა“ | რა თქვა პეპელუმ მამარდას ეპიზოდზე