გიორგი შერმადინი, ლენოვო ტენერიფე
Aa
Aa

ზედიზედ მეხუთედ - შერმადინი ACB ლიგის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

მიუხედავად იმისა, რომ ამ მომენტისთვის გიორგი შერმადინი ტრავმირებულია და მისთვის სეზონი დასრულდა, ACB ლიგამ მას განვლილ სეზონში კარგი თამაში დაუფასდა.

ქართველი კალათბურთელი ლიგა ენდესას სიმბოლურ გუნდში ზედიზედ მოხვდა, კარიერაში კი მეექვსედ.

ცნობისთვის, შერმადინთან ერთად სიმბოლურ გუნდში კამპაცო, ფელისი, ჰოვარდი და დილან ოსეტკოვსკი მოხვდნენ.

ასევე გეტყვით, მიმდინარე სეზონში გიორგი ერთ მატჩში საშუალოდ 11.9 ქულას, 5 მოხსნას და 1.5 შედეგიან გადაცემას აკეთებს.

რაც შეეხება ტენერიფეს, ვიდორეტას გუნდი რეგულარულ სეზონში 42 ქულით მეექვსე ადგილზე გავიდა და პლეი-ოფში ბარსელონას შეხვდება. სამწუხაროა, რომ აღნიშნულ მატჩში მონაწილეობას შერმადინი ვერ მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ქართველი ტალანტი პორტუგალიურ კლუბში - გოგიამ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
ქართველი ტალანტი პორტუგალიურ კლუბში - გოგიამ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა