გიორგი მამარდაშვილი, პეპელუ
Aa
Aa

„წითელმა ბარათმა ჩვენი გეგმები შეცვალა“ | რა თქვა პეპელუმ მამარდას ეპიზოდზე

„ვალენსიას“ ნახევარმცველმა, პეპელუმ „ბარსელონასთან“ გამართულ მატჩზე ისაუბრა, რომელიც მისმა გუნდმა 2:4 წააგო. „ღამურები“ 2:1-ს იგებდნენ, მაგრამ პირველი ტაიმის მიწურულს, გიორგი მამარდაშვილმა წითელი ბარათი მიიღო, რის შემდეგაც „ბლაუგრანა“ უდიდეს უპირატესობას დაეუფლა და სასურველი შედეგი დააფიქსირა.

„წაგებამ უსიამოვნო შეგრძნება დაგვიტოვა. როცა 11 VS 11-ზე ვთამაშობდით, მეტოქეს სათანადოდ ვუმკლავდებოდით და ვაკეთებდით იმას, რაზეც მწვრთნელთან ერთად ვიმუშავეთ. გიორგი მამარდაშვილის გაძევებამ, თანაც შესვენებამდე რამდენიმე წამით ადრე, ჩვენი გეგმები შეცვალა. გუნდში ძალიან ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს და წაგების მიუხედავად, ამაყები უნდა ვიყოთ იმით, რაც დღეს გავაკეთეთ.

მამარდაშვილის ეპიზოდში ხელი აშკარა იყო და უიღბლობას ჰქონდა ადგილი. როგორც აღვნიშნე, ახალგაზრდა გუნდი ვართ და ასეთ თამაშებზე უნდა ვისწავლოთ. შეცდომები დავუშვით, მაგრამ თავი არ უნდა დავხაროთ და მომდევნო მატჩებზე ვიფიქროთ“.

ცნობისთვის, „ვალენსიამ“ ლა ლიგაში ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგო და 33 ტურის შემდეგ, 47 ქულა აქვს. „ღამურები“ მეშვიდე ადგილს, რომელიც კონფერენს ლიგის საგზურს იძლევა, 2 ქულით ჩამორჩებიან და მომდევნო შეხვედრა 5 მაისს, „ალავესის“ წინააღმდეგ ელით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გავიდა და თამაშიც ჩავარდა. ხაუმე მამარდა არაა“ - ესპანური მედიის შეფასება
„გავიდა და თამაშიც ჩავარდა. ხაუმე მამარდა არაა“ - ესპანური მედიის შეფასება