შენგელია დაბრუნდა | ვირტუს ბოლონიამ ტორტონასთან სტუმრად წააგო
იტალიის ლეგა A-ს პლეიოფის პირველ რაუნდში, თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ „ტორტონას“ ხვდება. ქართველი კალათბურთელის გუნდმა პირველი ორი თამაში საკუთარ კედლებში გამართა და ორივეში იმარჯვა, რის შემდეგაც, სერიამ „ტორტონას“ საშინაო არენაზე გადაინაცვლა.
„ვირტუს ბოლონიამ“ გასვლითი მატჩი ცუდად ჩაატარა და 81:91 დამარცხდა. შენგელიამ პირველ ორ შეხვედრაში მონაწილეობა ტრავმის გამო ვერ მიიღო, მესამე დაპირისპირებაში კი გუნდს დაუბრუნდა, მაგრამ ბევრი სათამაშო დრო არ მიეცა.
SCONFITTA ❌
— Virtus Segafredo Bologna (@VirtusSegafredo) May 16, 2024
La Segafredo cede a Tortona nonostante i tentativi di rimonta e va a gara 4
???? Hackett 14, Cordinier 14, Abass 10, Belinelli 9, Zizic 9, Polonara 7, Shengelia 6, Mickey 5, Lomasz 3, Pajola 2, Dunston 2#AmarsiAncora pic.twitter.com/k9tXMkTMTU
ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 12 წუთი გაატარა და მისი მონაგარი 6 ქულა, 1 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება გახლდათ. შენგელიამ 1 ორქულიანი ჩააგდო და 6-დან 4 საჯარიმო სროლა გამოიყენა. თოკო 3-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი არ დაუკარგავს.
ცნობისთვის, „ვირტუს ბოლონია“ სერიაში 2:1-ს იგებს და მომდევნო მატჩს ისევ სტუმრად გამართავს.