ვილი სანიოლი
Aa
Aa

სანიოლის პასუხს ელოდებიან | The Sun-ი ირლანდიის ფეხბურთის ფედერაციის გეგმებზე წერს

ირლანდიის ფეხბურთის ფედერაცია მთავარ მწვრთნელს ეძებს, რომელიც ეროვნულ ნაკრებს ჩაიბარებს. „მწვანეების“ კანდიდატთა შორის საქართველოს ნაკრების თავკაცი, ვილი სანიოლიცაა და ამ თემაზე The Sun-მა საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.

ბრიტანული გამოცემის მიხედვით, ირლანდიის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები სანიოლის პასუხს ელოდებიან. The Sun-ის მიხედვით, ისინი ახალ თავკაცს მანამ არ დანიშნავენ, სანამ ფრანგი სპეციალისტისგან საბოლოო პასუხი არ ექნებათ. ცნობილი გაზეთის ვარაუდით, არსებობს ალბათობა, ევრო 2024-ის დასრულებამდე ვითარება არ შეიცვალოს და ირლანდიელთა დამრიგებლად დროებითი თავკაცი, ჯონ ოში დარჩეს.

ცნობისთვის, სანიოლსა და ირლანდიის ნაკრებზე რამდენიმე დღის წინაც დაიწერა და Mirror-მა განაცხადა, რომ „მწვანეების“ ვეტერანი ვარსკვლავები დარწმუნებული იყვნენ, რომ გუნდს ვილი ჩაიბარებდა. სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც საქართველომ ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

გეტყვით იმასაც, რომ 47 წლის ვილი სანიოლი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2021 წლის თებერვალში დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით ქართველმა ფეხბურთელებმა 33-დან 16 მატჩი მოიგეს, 5 ფრედ დაასრულეს, 12-ჯერ კი დამარცხდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცოტაც და ფიზიკური დაპირისპირება მოხდებოდა | კონფლიქტი ნაპოლიში
ცოტაც და ფიზიკური დაპირისპირება მოხდებოდა | კონფლიქტი ნაპოლიში