ხვიჩა კვარაცხელია, მამუკა ჯუღელი
Aa
Aa

„მის მომავალზე გადაწყვეტილებას ამის გათვალისწინებით მივიღებთ“ - ჯუღელი პსჟ-ის ინტერესზე

ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი, მამუკა ჯუღელი პსჟ-ის ინტერესზე გავრცელებულ ინფორმაციას პირველად გამოეხმაურა და დაადასტურა, რომ ინტერესი ნამდვილად არსებობს, თუმცა, პსჟ-ის გარდა ხვიჩას შეძენის სხვა მსურველებიც არიან. მამუკა ჯუღელთან ექსკლუზიური კომენტარი la Gazzetta dello Sport-ის ქართულმა ბიურომ, laGazzetta.ge-მა ჩაწერა.

რას ამბობს ჯუღელი:

„გადაწყვეტილების მიღებას არ ვჩქარობთ, რადგან „ნაპოლი“ ხვიჩას მეორე სახლია. ვაფასებთ ნაპოლისა და ბატონი პრეზიდენტის ზრუნვასა და პატივისცემას ხვიჩას მიმართ.

„თუ იქნება ისეთი შემოთავაზება, რომელიც დააკმაყოფილებს კლუბს, ფეხბურთელს და დე ლაურენტისი არ იქნება წინააღმდეგი, კვარაცხელიას მომავალზე გადაწყვეტილება მხოლოდ ამის გათვალისწინებით იქნება მიღებული“.

იტალიურ და ფრანგულ მედიაში აქტიურად იწერება, რომ ქართველის შეძენით პსჟ არის დაინტერესებული და ნასერ ალ ხელაიფი მზადაა კვარას ტრანსფერში სოლიდური თანხა, კერძოდ 80-დან 120 მილიონ ევრომდე გადაიხადოს.

ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 40 შეხვედრა ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„კედლები ირყეოდა“ - მბაპემ და ხელაიფიმ იჩხუბეს
„კედლები ირყეოდა“ - მბაპემ და ხელაიფიმ იჩხუბეს