ლუკა გაგნიძე, მოსკოვის დინამო
Aa
Aa

“მისი წასვლით გულშემატკივრებს გული არ დასწყდებათ“ - რუსული მედია გაგნიძეზე

მიმდინარე სეზონში, ლუკა გაგნიძეს მოსკოვის დინამოში ნაკლებად ენდობიან. რუსული მედია იმ ფეხბურთელებზე წერს, რომლებიც შესაძლოა შემდეგ სეზონში რუსულ კლუბში აღარ იყვნენ. მათ შორის ერთ-ერთი ლუკა გაგნიძეა.

Football24:

„დიდი ნიჭი საქართველოდან. დინამომ ლუკა 1.5 მილიონ ევროდ იყიდა. ქართველმა ნახევარმცველმა სამშობლოში გაყიდვების რეკორდი გაიმეორა. ის მოსკოვური კლუბის გეგმებში ნამდვილად არ შედის. თუ ლუკამ ამ სეზონში რუსეთის თასზე 381 წუთი ითამაშა, რუსეთის ჩემპიონატში მინდორზე 195 წუთით გამოჩნდა.

გაგნიძე ძლიერი ფეხბურთელია, მაგრამ სუსტი წერტილებიც აქვს. დაცვით ფუნქციებში პროგნოზირებადია. არ იცის სწორად როგორ დაფაროს ღია სივრცეები. დინამოს მოედნის ცენტრში სერიოზული კონკურენცია აქვს. ფომინი, ჩავესი, ლაქსალტი და კარასკალი დიდ კონკურენციას ქმნიან. მათთან შედარებით ლუკა გაცვეთილი ჩანს.

გაგნიძეს დინამოსთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს. არანაირი აზრი არ აქვს მის სკამზე ჯდომას და პოტენციალის გაფლანგვას. არსებობს ორი ვარიანტი. ან იჯარით უფრო მოკრძალებულ გუნდში უნდა წავიდეს, ან დინამო საერთოდ დატოვოს. გულშემატკივრებს მის წასვლაზე გული არ დასწყდებათ.“

შეგახსენებთ, რომ ლუკა გაგნიძე რუსულ კლუბში 2021 წლიდან თამაშობდა. დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 42 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 საგოლე პასი გააკეთა.

მიმდინარე სეზონში, რუსეთის ჩემპიონატში 10-ჯერ ითამაშა და 9-ჯერ ცვლილებაზე შევიდა. მწვრთნელის მას მხოლოდ თასის თამაშებზე ენდობა.

 

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ყველანაირ მოლოდინს აჭარბებს“ | რუბენ ბარახამ მამარდაშვილი შეაქო
„ყველანაირ მოლოდინს აჭარბებს“ | რუბენ ბარახამ მამარდაშვილი შეაქო