რენი, მეცი, გიორგი მიქაუტაძე, ლასლო ბოლონი
Aa
Aa

მეცის მწვრთნელი: “როცა ვინმე ბრმაა, ის ხელჯოხით სარგებლობს“

საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში „მეცი“ „რენს“ დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში 2:3 დამარცხდა. ორივე გოლში მონაწილეობა გიორგი მიქაუტაძემ მიიღო. ქართველმა ფეხბურთელმა ერთი გოლი თავად გაიტანა, ხოლო მეორე გოლის დროს საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.

მიუხედავად ასეთი დიდებული თამაშისა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, „ჯვაროსნების“ შემტევი მსაჯმა მოედნიდან გააძევა, რასაც დიდი პროტესტი მოყვა. ამ საკითხთან დაკავშირებით, „მეცის“ მთავარმა მწვრთნელმა ლასლო ბოლონიმ ისაუბრა.

ბოლონი:

„წითელ ბარათზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ისინი სულ მართლები არიან. რაც ახლა გულში მაქვს ის, რომ გავაჟღერო, აუცილებლად სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს. ვფიქრობ უკვე საკმარისზე მეტი ვთქვი. ასეთი რაღაცები სამოყვარულო ლიგაშიც არ ხდება. როდესაც ვინმე ბრმაა, ის ხელჯოხით სარგებლობს. თუ გვაქვს VAR, ის აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.“

ცნობისთვის, ამ მატჩის შემდეგ, ქართველ ფეხბურთელს 12 გოლი და 4 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. რაც შეეხება „მეცს“, სატურნირო ცხრილში 29 ქულით მე-16 ადგილზე იმყოფება, რაც გასავარდნ ზონას ნიშნავს.

შემდეგ ტურში „მეცი“ გიორგის გარშე „სტრასბურგს“ დაუპირისპირდება. ბოლო ტურში კი „პარი სენ ჟერმენს“ უმასპინძლებს.

გოლი

საგოლე პასი

გაძევება

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბუნდესლიგა 2-ში ქართული რეკორდი მოხსნა - ბუდუს ბრწყინვალე გოლი
ბუნდესლიგა 2-ში ქართული რეკორდი მოხსნა - ბუდუს ბრწყინვალე გოლი