რენი, მეცი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

VAR-ის კატასტროფა! - მედიის შეფასება მიქაუტაძის წითელზე

გუშინ, ლიგა 1-ის 32-ე ტურში გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ საკუთარ მოედანზე „რენის“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა.

გიორგი მიქაუტაძემ თავი გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა, შეხვედრის მიწურულს კი მსაჯისგან უსამართლოდ წითელი ბარათი მიიღო.

მიქაუტაძის წითელი:

მთავარი არბიტრის გუშინდელ ქმედებას საერთაშორისო მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მიქაუტაძის წითელი ბარათი გავლენიანმა ბრიტანულმა სააგენტოებმა, Daily Mail-მა და The Sun-მა შეაფასეს და VAR-ის სამუშაოს კატასტროფული უწოდეს.

Daily Mail:

გიორგი მიქაუტაძე ლიგა 1-ის მატჩში VAR-ის უცნაურ აურზაურში მოხვდა. შეხვედრის ბოლოს მან წითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. როდესაც ეპიზოდი VAR-ზე მოწმდებოდა, ის გადაწყვეტილებას გასახდელის გვირაბში ელოდებოდა და დარწმუნებული იყო, რომ მოედანზე დაბრუნდებოდა. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ გამეორებაზე ნათლად გამოჩნდა კალიმუენდოს თეატრალური გაფორმება, მსაჯი მაინც პირველ გადაწყვეტილებაზე დარჩა და სტადიონზე მყოფი ყველა ადამიანი შოკირებული დატოვა. ეს VAR-ის კატასტროფაა. „მეცი“ ამ გადაწყვეტილებას უდავოდ გაასაჩივრებს, რადგან შეუძლებელია კლუბი ამ უსამართლობას შეეგუოს.

The Sun:

ამ კადრებს უნდა უყუროთ! ეს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გადაწყვეტილებაა, რაც კი ფეხბურთში გვინახავს. მსაჯმა, რუდი ბუქეტმა გულშემატკივრები, ფეხბურთელები და კომენტატორები გააოგნა, როდესაც „მეცის“ ვარსკვლავი, გიორგი მიქაუტაძე მოედნიდან გაურკვეველი მიზეზით გააძევა.

გამეორებაზე ნათლად ჩანს, რომ მიქაუტაძე და კალიმუენდო ერთმანეთს უვნებლად შეეჯახნენ, ეს უკანასკნელი კი გაზონზე თეატრალურად დაეცა. მიქაუტაძე გვირაბისკენ წავიდა, VAR-მა კი ბუკეტს მიუთითა, რომ ეპიზოდი გადაემოწმებინა. გამეორების რამდენჯერმე ნახვის შემდეგ, ყველას ჰქონდა მოლოდინი, რომ საღი აზრი გაიმარჯვებდა და გადაწყვეტილება გაუქმდებოდა. 23 წლის მიქაუტაძეც ამას ელოდა და დარწმუნებული იყო, რომ მსაჯი მოედანზე დაბრუნების უფლებას მისცემდა, თუმცა, ბუკეტმა წითელი ბარათი არ გააუქმა და თავისი უცნაური გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

საბოლოოდ, „მეცმა“ შეხვედრა 2:3 წააგო, გიორგი მიქაუტაძე კი რისკის წინაშე აღმოჩნდა, რომ სეზონის ბოლო ორი მნიშვნელოვანი თამაში აბსურდული წითელი ბარათის გამო გამოტოვოს.

ცნობისთვის, საფრანგეთის ჩემპიონატში პირდაპირ წითელი ბარათის ჩვენება ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით ისჯება, ლიგა 1-ის დასრულებამდე კი ორი ტური არის დარჩენილი. როგორც მედიაში იწერება, „მეცი“ გიორგი მიქაუტაძის წითელი ბარათის გასაჩივრებას აპირებს.

32 ტურის შემდეგ „მეცი“ ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 29 ქულით მე-16 ადგილზე იმყოფება, ამ მოცემულობით კი ლასლო ბოლონის გუნდი მთავარ ლიგაში დასარჩენ პლეი-ოფში ითამაშებს. მთავარ კონკურენტ, მე-15 ადგილოსან „ლე ავრისთან“ სხვაობა სამქულამდე გაიზარდა. მომდევნო ტურში კი „მეცი“ სტუმრად „სტრასბურგს“ 12 მაისს დაუპირისპირდება, გათამაშების ბოლო შეხვედრა კი 19 მაისს, საკუთარ კედლებში პსჟ-ის წინააღმდეგ ელის.

მიქაუტაძის გოლი და ასისტი:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„10 მილიონი ბევრია, მაგრამ კვარას მსგავს ფეხბურთელს უნდა გაუფრთხილდე, რადგან...“
„10 მილიონი ბევრია, მაგრამ კვარას მსგავს ფეხბურთელს უნდა გაუფრთხილდე, რადგან...“