მერაბ დვალიშვილი, შონ ო\'მალი
Aa
Aa

დვალიშვილმა დაადასტურა - სექტემბერში ო'მალისთან იჩხუბებს

UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი ინდოეთში გულშემატკივრებს შეხვდა, რა დროსაც მომავალ ბრძოლაზე ისაუბრა.

გავრცელებული ინფორმაციით, დვალიშვილს სატიტულო ბრძოლა შონ ო’მალისთან უნდა გაემართა. ეს ყველაფერი კი ქართველმა დაადასტურა.

მერაბი:

„სექტემბერში სფერ არენაზე შონ ო’მალისთან ვიჩხუბებ.“

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილმა უკანასკნელად UFC 298-ზე იჩხუბა. მისი მოწინააღმდეგე UFC-ის ყოფილი ჩემპიონი ჰენრი სეხუდო იყო. ქართველმა მებრძოლმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო.

ასევე შეგახსენებთ, დვალიშვილი UFC-ში 2017 წლიდან ასპარეზობს. 12 ჩატარებული ბრძოლიდან მერაბმა 10 მოიგო და 2 წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მერაბის წყალობით, უფასო საჭმელიც მაქვს“ | პაულო კოსტა მანქანაზე
„მერაბის წყალობით, უფასო საჭმელიც მაქვს“ | პაულო კოსტა მანქანაზე