დევინ ბუკერი, იგორ კოკოშკოვი
Aa
Aa

ის ყველაზე ცუდი იყო - ბუკერი საქართველოს ნაკრების ყოფილ მწვრთნელზე

NBA-ს ერთ-ერთი ვარსკვლავი დევინ ბუკერი 2024-2025 წლების სეზონსაც „ფინიქსში“ გაატარებს და ნანატრი საჩემპიონო ბეჭდის მოგებას ამჯერადაც ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით შეეცდება. „სანსი“ მაიკ ბუდენჰოლცერს ჩააბარეს, რომელიც ბუკერის ფინიქსურ კარიერაში რიგით მეშვიდე მწვრთნელი იქნება. 27 წლის კალათბურთელს ერთ-ერთი გამოცემის ჟურნალისტმა სთხოვა გაეხსენებინა წინა ექვსივე მწვრთნელი და მათ შორის ყველაზე წარუმატებელი დაესახელებინა, ასეთად კი „სანსის“ ლიდერმა საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი მიიჩნია

რას ამბობს ბუკერი კოკოშკოვზე

2018 წელს მან მთავარი მწვრთნელის პოსტი დიდი ამბიციებით ჩაიბარა. ვერ ვიტყვი, რომ საქმეს რამე დააკლო, თუმცა სამწუხაროდ არაფერი გამოგვივიდა და სეზონი 19 მოგებითა და 63 წაგებით დავასრულეთ. არადა, მახსოვს მაშინ პრესის მხრიდანაც დიდი აჟიოტაჟი იყო შექმნილი, რადგან კოკოშკოვი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პირველი ევროპელი მთავარი მწვრთნელი იყო, მაგრამ ყველაფერი როგორც დასრულდა, თავადაც ნახეთ.

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს იგორ კოკოშკოვი 2008-2015 წლებში ამზადება და მისი ხელმძღვანელობით ქართველმა კალათბურთელებმა კონტინენტის სამი პირველობის ფინალურ ეტაპზე ითამაშეს. მისი სამწვრთნელო კარიერის ყველაზე დიდი წარმატება კი 2017 წლის ევრობასკეტთან ასოცირდება, როდესაც სლოვენიის ნაკრებს ჩემპიონის ტიტული მოუპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
0:4 მინესოტასთან | დურანტი, ბუკერი და ბილი პლეიოფს გამოეთიშნენ
0:4 მინესოტასთან | დურანტი, ბუკერი და ბილი პლეიოფს გამოეთიშნენ