ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი
Aa
Aa

„როცა დაგაძინებ, ბალიშის დადება არ დაგავიწყდეს“ - თოფურია ჰოლოუეის

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი კატეგორიის ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ ესპანურ ტელევიზია El Hormiguero-სთან ინტერვიუს დროს მომავალ მეტოქეზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და განაცხადა, რომ დიდი ალბათობით ის მაქს ჰოლოუეი იქნება.

რას ამბობს თოფურია:

დიახ, ეს ჰოლოუეი იქნება. მართალია, მისთვის რთული იყო ამ გამოწვევის მიღება, მაგრამ აშკარაა, რომ შემდეგი ის იქნება. ვიჩხუბოთ სადაც უნდა, როცა უნდა და რა წონაშიც უნდა. მაქს, უნდა იცოდე, რომ თუ მე ამირჩევ, დაგაფინიშებ, ნოკაუტში ჩაგაგდებ. არ დაგავიწყდეს ბალიშის დადება, როდესაც დაიძინებ.

ილია თოფურიასა და მაქს ჰოლოუეის ბრძოლის ჩანიშვნაზე UFC-ის პრომოუტერებს ჯერჯერობით, ოფიციალური ნაბიჯები არ გადაუდგამთ. მებრძოლები ერთმანეთს მხოლოდ სოციალური ქსელით და ინტერვიუებით სცემენ პასუხს. სავარაუდო ინფორმაციით, თუ „მატადორისა“ და „დალოცვილის“ ბრძოლა ჩაინიშნება, ის მიმდინარე წლის შემოდგომაზე უნდა გაიმართოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„10 მილიონი ბევრია, მაგრამ კვარას მსგავს ფეხბურთელს უნდა გაუფრთხილდე, რადგან...“
„10 მილიონი ბევრია, მაგრამ კვარას მსგავს ფეხბურთელს უნდა გაუფრთხილდე, რადგან...“