ხვიჩა კვარაცხელია, ენრიკო ფედელე
Aa
Aa

„კვარას გარეშე ნაპოლი უფრთო ჩიტს ჰგავს“ | ენრიკო ფედელე

საფეხბურთო ანალიტიკოსმა, ენრიკო ფედელემ, რომელიც „პარმას“ ყოფილი სპორტული დირექტორი გახლავთ, „ნაპოლიზე“ ისაუბრა. ფედელემ „უდინეზესთან“ გასამართ შეხვედრაზე გააკეთა აქცენტი და განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე დარჩენილი „პარტენოპეი“ უფრთო ჩიტს ჰგავს.

„დამავიწყდა ნაპოლი როგორ თამაშობს და მიმდინარე სეზონში პარტენოპეის ბევრი გოლის გატანა შეეძლო. ნეაპოლელები მეტოქეთა კარისკენ ხშირად ურტყამენ, მაგრამ სიზუსტის მხრივ, სერია A-ში მხოლოდ მე-13 პოზიციას იკავებენ და ეს სტატისტიკა ბევრ რამეზე მეტყველებს.

უდინეზესთან შეხვედრის ყურებას არ ვაპირებ, რადგან ჩემთვის ძალიან ბევრი რამ დევს სასწორზე. ერთი მხრივ, ნაპოლის გულშემატკივარი ვარ, მეორე მხრივ კი, ჩემი მეოთხე შვილისთვის, ფაბიო კანავაროსთვის, რომელიც უდინეზეს თავკაცია, ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იქნება. ასე რომ, შედეგს დაველოდები.

ვფიქრობ, ამ მატჩში ქულების აღება უდინეზეს უფრო სჭირდება, რადგან სერია A-ში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის, მაგრამ მოტივაციის მხრივ, ნაპოლი უფრო რისკავს. ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე დარჩენილი პარტენოპეი ჰგავს ჩიტს, რომელსაც ფრთა არ აქვს, მაგრამ კვარას, ჟელინსკისა და რასპადორის არყოფნის მიუხედავად, ნაპოლი მაინც უფრო ძლიერი გუნდია“.

ცნობისთვის, „კვარა“ „უდინეზესთან“ შეხვედრის განაცხადში ვერ მოხვდა, რაც კუნთის ტრავმით გახლდათ განპირობებული. ხვიჩამ დაზიანება პარასკევს გამართულ ვარჯიშზე მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძის წითელი ბარათის გაუქმებას მოითხოვენ | მეცი ბოლომდე იბრძოლებს
მიქაუტაძის წითელი ბარათის გაუქმებას მოითხოვენ | მეცი ბოლომდე იბრძოლებს