ოთარ კიტეიშვილი
Aa
Aa

ტურის გოლის ნომინანტებს შორის და სიმბოლური ნაკრები | კიტეიშვილის აღიარება

ავსტრიის ბუნდესლიგის საჩემპიონო ჯგუფის 30-ე ტურში, ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ „ჰარტბერგს“ დაუპირისპირდა. გრაცელები მე-9 წუთიდან რიცხობრივ უმცირესობაში იყვნენ და მე-17 წუთზე გოლი გაუშვეს, მაგრამ „კიტეს“ ლამაზი ბურთის წყალობით, მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

ქართველი ფეხბურთელი საკუთარ გუნდში საუკეთესო იყო და სტატისტიკურმა სააგენტომ, Sofascore-მა მისი თამაში 8.0 ქულით შეაფასა, რაც 30-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოსახვედრად საკმარისი აღმოჩნდა. ამასთან, კიტეიშვილი ტურის საუკეთესო გოლის ჯილდოზეცაა წარდგენილი და მისი კონკურენტები მაქსიმილიან ენტრუპი და დენის ტომიჩი არიან.

„დღეს, ჩვენი ხასიათი კიდევ ერთხელ გამოიცადა. შემთხვევითობა არაა, რომ ეს ქულა ავიღეთ“, - განაცხადა მატჩის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა, მისმა თავკაცმა, კრისტიან ილცერმა კი აღნიშნა, რომ „შტურმს“ საქმის ბოლომდე მიყვანა და ჩემპიონობა შეუძლია.

ცნობისთვის, ავსტრიის ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი და „შტურმი“ მეორეადგილოსან „ზალცბურგს“ 4 ქულით უსწრებს. გრაცელები მომდევნო შეხვედრას 12 მაისს გამართავენ და სტუმრად „ლასკს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„წითელი კი არა, ყვითელსაც არ იმსახურებდა“ | მეცში მიქაუტაძის ეპიზოდზე ისაუბრეს
„წითელი კი არა, ყვითელსაც არ იმსახურებდა“ | მეცში მიქაუტაძის ეპიზოდზე ისაუბრეს