გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

დარჩება თუ არა ქართველი ლევანტეში - ქოჩორაშვილს ახალ კონტრაქტს სთავაზობენ

ესპანეთის ლა ლიგა 2-ში სეზონი ჯერჯერობით არ დასრულებულა, თუმცა „ლევანტე“ წამყვან ფეხბურთელებს კონტრაქტის გახანგრძლივებას უკვე სთავაზობს. ერთ-ერთი მათგანია გიორგი ქოჩორაშვილი, რომელსაც კლუბთან ხელშეკრულება 2025 წლის ივნისამდე აკავშირებს, მისი გახანგრძლივების შემთხვევაში კი გუნდში 2027 წლამდე დარჩება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლისა და როგორც ლუქსემბურგთან, ასევე საბერძნეთთან უმაღლეს დონეზე ჩატარებული მატჩების შემდეგ, ქოჩორაშვილი ესპანეთში კიდევ უფრო მეტად დაფასდა და ბუნებრივია მისი სატრანსფერო ღირებულებაც გაიზარდა. ავტორიტეტული სამენეჯერო კომპანია Transfermarkt-ის მონაცემებით, 24 წლის ქართველი ნახევარმცველი 1 მილიონ ევროდ არის შეფასებული, თუმცა ვალენსიელები მას ხელშეკრულებაში გამოსასყიდ თანხად გაცილებით მაღალ ფასს ჩაუწერენ.

სეგუნდადივიზიონში ოცდათექვსმეტი ტურის შემდეგ 52 ქულით „ლევანტე“ მე-11 ადგილზეა და მეექვსე პოზიციას, რომელიც პლეი ოფში თამაშის საშუალებას იძლევა, სამი ქულით ჩამორჩება. ქოჩორაშვილის ანგარიშზე კი 19 მატჩში, საიდანაც 12 ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, 2 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბურთი ძელს გაარტყა  - ქოჩორა სასტარტოში დაბრუნდა და აქტიური იყო
ბურთი ძელს გაარტყა - ქოჩორა სასტარტოში დაბრუნდა და აქტიური იყო