მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

„UFC-ს არაფერი უთქვამს“ | შონ ომალი მერაბის განცხადებას გამოეხმაურა

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, შონ ომალი მერაბ დვალიშვილის განცხადებას გამოეხმაურა. „მანქანამ“ თქვა, რომ „შუგასთან“ სექტემბერში იჩხუბებს და მათი ბრძოლა ლას-ვეგასში მდებარე „სფეროში“ გაიმართება, რაც ომალიმ არ დაადასტურა.

„რამდენადაც ვიცი, ჩემი და მერაბის ბრძოლა „სფეროში“ შეთანხმებული არაა. ვცდილობ, ეს გამოვიდეს, მაგრამ UFC-ს ჯერ არაფერი უთქვამს“, - დაწერა „შუგამ“ „ინსტაგრამზე“.

შეგახსენებთ, რომ მოქმედმა ჩემპიონმა ბოლო ბრძოლა 2024 წლის 9 მარტს გამართა და მარლონ ვერა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. ომალის თქმით, მას სურს, მომდევნო ჩხუბი აშშ-ში ჰქონდეს და ერთი სული აქვს, „მანქანის“ წინ ოქტაგონზე როდის გავა.

მერაბ დვალიშვილს რაც შეეხება, ქართველმა მებრძოლმა ბოლოს ჰენრი სეხუდოს მოუგო და ზედიზედ სამი ყოფილი ჩემპიონი ჰყავს დამარცხებული. „მანქანას“ 2018 წლის შემდეგ არ წაუგია და ზედიზედ 10 გამარჯვება აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
VAR-ის კატასტროფა! - მედიის შეფასება მიქაუტაძის წითელზე
VAR-ის კატასტროფა! - მედიის შეფასება მიქაუტაძის წითელზე