ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

„ბორდოს იქს ფაქტორია“ | რას ამბობენ უცხოელი ჟურნალისტები ზურიკოზე

„ბორდოს“ ქართველი ფეხბურთელი, ზურიკო დავითაშვილი კარგ ფორმაში იმყოფება და ბოლო 7 შეხვედრაში 4 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. საფრანგეთის ლიგა 2-ის 36-ე ტურში, „ბორდომ“ „აიაჩო“ 4:0 დაამარცხა, ზურიკომ კი ლამაზი გოლი გაიტანა და მატჩის შემდეგ ადგილობრივი ჟურნალისტებისგან საქებარი სიტყვები დაიმსახურა.

„ზურიკო დავითაშვილსა და პედრო დიასს 7-7 გოლი დაუგროვდათ. დიასმა ბორდოს სეზონზე თავისი კვალი დატოვა, დავითაშვილი კი ამტკიცებს, რომ ჟირონდელთათვის აუცილებელი ფეხბურთელია“, - განაცხადა Be In Sports-ის ჟურნალისტმა, რობერტ მალმმა.

„ბორდოს მეორე გოლი საოცრება იყო. მეტოქის ნახევარზე ბურთის მოპოვების შემდეგ, დავითაშვილი ხელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ქართველმა გარემარბმა, ვინც ევროპის ჩემპიონატზე, ვილი სანიოლის გუნდში იასპარეზებს, მარჯვენა ფეხით დაარტყა და მოჭრილი გაუშვა. ზურიკო ძალიან კარგ ფორმაშია და ბოლო კვირებია, ბორდოს იქს ფაქტორია. ჟირონდელებს გაუმართლათ, რომ მეორე გოლის ეპიზოდში ბურთით ის იყო, თორემ არაფერი მოხდებოდა“, - აღნიშნა RMC Sport-ის ჟურნალისტმა, ნიკოლა პაოლორსიმ.

ცნობისთვის, საფრანგეთის ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში, დავითაშვილის ანგარიშზე 7 გოლი და 6 შედეგიანი გადაცემაა, თასზე კი ზურიკომ 1 ასისტი მიითვალა. მის გუნდს ლიგა 1-ში დაწინაურების შანსი დაკარგული აქვს და მომდევნო მატჩი 10 მაისს, „კონკარნოს“ წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„UFC-ს არაფერი უთქვამს“ | შონ ომალი მერაბის განცხადებას გამოეხმაურა
„UFC-ს არაფერი უთქვამს“ | შონ ომალი მერაბის განცხადებას გამოეხმაურა