ედინ ტერზიჩი
Aa
Aa

„ფინალის საგზური ერთიანობით უნდა მოვიპოვოთ“ - ტერზიჩი პსჟ-სთან მატჩის წინ

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში პსჟ საკუთარ მოედანზე დორტმუნდის „ბორუსიას“ დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე „ბორუსიას“ მთავარმა მწვრთნელმა, ედინ ტერზიჩმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

რა თქვა ტერზიჩმა:

„პარიზელებთან ჯგუფურ ეტაპზე საკუთარი თავი ნამდვილად ვერ ვიპოვეთ. ბევრ ასპექტში გამბედაობა გვაკლდა. ახლა კი ნახევარფინალში ვართ და პირველ თამაშში ვაჩვენეთ, რომ პსჟ-სთან თანაბრად თამაში შეგვიძლია“.

„ყველაფერი ერთად უნდა გავაკეთოთ - კარგი გეგმითა და კარგი იდეით. რა თქმა უნდა, მეტოქე იმაზე უკეთესი იქნება, ვიდრე გასულ კვირას. ჩვენ ფინალის საგზურის მოპოვება გვინდა და ეს ერთად უნდა გავაკეთოთ“.

შეგახსენებთ, რომ დორტმუნდში გამართული პირველი მატჩი „ბორუსიას“ გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. საპასუხო შეხვედრა კი 7 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები