''შახტარი'' ფინალშია - ფონსეკა ხოჭოლავას ენდო
Aa
Aa

''შახტარი'' ფინალშია - ფონსეკა ხოჭოლავას ენდო

უკრაინის საფეხბურთო თასის ფინალში დონეცკის ''შახტარი'' ითამაშებს. პაულო ფონსეკას გუნდმა ხარკოვში 5:1 გაანადგურა ''მარიუპოლი.'' გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა მოხვდა. ქართველმა ფეხბურთელმა პრემიერლიგის გასულ ტურში კიევის ''დინამოსთან'' ძალიან სუსტად ითამაშა და ერთადერთი გაშვებული გოლი მის შეცდომას მოყვა. ყველაზე პრინციპულ მეტოქესთან ჩაგდებული თამაშის მიუხედავად პორტუგალიელი მთავარი მწვრთნელი ენდო ქართველს და ნახევარფინალში 90 წუთი ათამაშა.

უკრაინის თასის მიმდინარე გათამაშებაში დავით ხოჭოლავამ მესამე მატჩი ჩაატარა. ''მარიუპოლის'' გარდა ''ზორიასთან'' და ''ვერესთან'' ითამაშა. საერთო ჯამში ხოჭოლავამ ''შახტარის'' მაისურით ყველა ტურნირზე 18 მატჩი ჩაატარა.

იხილეთ პრემიერლიგის გასულ ტურში კიევის ''დინამოსთან'' ხოჭოლავას თამაშის შესახებ 

''შახტარი'' დამარცხდა - ხოჭოლავას მიუტევებელი შეცდომა

ბელარუსის თასის ნახევარფინალში ბორისოვის ''ბატემ'' შინ 2:0 დაამარცხა ''ნემანი,'' რომლის სასტარტო შემადგენლობაში ქართველმა ცენტრალურმა მცველმა გიორგი ქანთარიამ 90 წუთი ითამაშა. საპასუხო შეხვედრა 2 მაისს ''ნემანის'' სტადიონზე გაიმართება.

ბოლო ხუთ მატჩში ექვსი გოლი - ქვილითაიამ ნახევარფინალში გაიტანა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები