ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

გამოსასყიდს იხდიან - ოსიმენი პსჟ-ში გადასვლას უახლოვდება

ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლის“ დასატოვებლად ემზადება. როგორც აქამდე იყო ცნობილი, ნიგერიელი თითქოს ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელებდა კარიერას, თუმცა მოვლენები იცვლება და მისი მომავალი კლუბი დიდი ალბათობით პსჟ იქნება.

ოსიმენის ხელშეკრულებაში გამოსასყიდი ღირებულება 120 მილიონი ევროა მითითებული. IL Matino-ს ცნობით, პარიზელები მზად არიან ხსენებული თანხა გადაიხადონ და ნიგერიელი გაიფორმონ. პსჟ კილიან მბაპეს წასვლის შემდეგ, შეტევის გაძლიერებას დროულად გეგმავს.

ოსიმენმა კლუბთან ხელშეკრულება რამდენიმე თვის წინ 2026 წლამდე გააგრძელა, მისი წლიური ანაზღაურება 10 მილიონამდე გაიზარდა. კონტრაქტში კი გამოსასყიდი ღირებულება ჩაიწერა, რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ ვიქტორი „ნაპოლის“ ზაფხულში დატოვებდა.

აქვე გეტყვით, რომ ბოლო ცნობებით, ნეაპოლური კლუბი შესაძლოა ხვიჩა კვარაცხელიამაც დატოვოს. გუნდში მძიმე ფონია და გარემოს შეცვლას ბევრი ფეხბურთელი გეგმავს. დე ლაურენტისი კი ძალით არავის დატოვებს, ვისაც „ნაპოლიში“ თამაშის სურვილი აღარ აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიოს ტოპ 10 მეკარე Four Four Two-ს აზრით | მამარდა ათეულში არაა
მსოფლიოს ტოპ 10 მეკარე Four Four Two-ს აზრით | მამარდა ათეულში არაა