გიორგი მამარდაშვილი, რუბენ ბარახა
Aa
Aa

ბარახას მამარდაშვილის გაშვება არ უნდა | მის შესანარჩუნებლად ბოლომდე იბრძოლებს

„ვალენსიას“ ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ ესპანურ პრესაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. El Gol Digital-ი წერს, რომ „ღამურებმა“ „მამარდას“ სავარაუდო შემცვლელები შეარჩიეს და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოლოდინში არიან.

„ჩეს“ სამიზნეთა შორის სტოლე დიმიტრიევსკი და დომინიკ გრეიფი არიან. „ვალენსია“ აპირებს, მამარდაშვილის სანაცვლოდ მიღებული თანხის ნაწილი რომელიმე მათგანის გადასაბირებლად გადაიყვანოს და „მესტალიაზე“ თვლიან, რომ გარიგების დასახურად 2 მილიონი ევრო საკმარისი იქნება.

„ვალენსიას“ მთავარი მწვრთნელი, რუბენ ბარახა „მამარდას“ გაყიდვის წინააღმდეგია. ესპანელ სპეციალისტს არც დიმიტრიევსკისა და არც გრეიფის გაფორმება არ უნდა და გიორგის შესანარჩუნებლად ბოლომდე იბრძოლებს. El Gol Digital-ის მიხედვით, ბარახამ იცის, რომ მამარდაშვილის დასატოვებლად მნიშვნელოვანი ფაქტორი ევროტურნირების საგზურის მოპოვებაა და „ჩეს“ თავკაცის მიზანია, დარჩენილ ტურებში ყველაფერი გააკეთოს, რათა ტოპ 7 გუნდში მოხვდეს. El Gol Digital-ი წერს, რომ ბარახა მამარდაშვილის შესანარჩუნებლად ბოლომდე იბრძოლებს.

ცნობისთვის, „ვალენსიას“ 47 ქულა აქვს და მე-7 პოზიციაზე მყოფ „ბეტისს“ 1 ქულით ჩამორჩება, ხოლო მეექვსეადგილოსან „სოსიედადამდე“ 4 ქულა აშორებს. „ღამურები“ მომდევნო შეხვედრას 29 აპრილს გამართავენ და „ბარსელონას“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა, მბაპე, გნაბრი და სხვები | Talksport-ის სტატია ევრო 2024-ზე
კვარა, მბაპე, გნაბრი და სხვები | Talksport-ის სტატია ევრო 2024-ზე