ოთარ კიტეიშვილი, დევიდ აფენგრუბერი, კრისტიან შიკერი
Aa
Aa

გერმანიიდან ინტერესი არსებობს - კიტეიშვილის წასვლა გარდაუვალია

არამარტო ავსტრიაში, არამედ საფეხბურთო ევროპაში წლევანდელი სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა გრაცის „შტურმია“. ოთარ კიტეიშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა ქვეყნის თასი უკვე მოიგეს და თუ ჩემპიონატის დარჩენილ სამ ტურში ცხრა შესაძლებლობიდან შვიდ ქულას აიღებენ, „ზალცბურგის“ 10-წლიან ჰეგემონიას დაამხობენ და ბუნდესლიგის ოქროს მედლებს 13-წლიანი პაუზის შემდეგ ისტორიაში მესამედ მოიგებენ.

სწორედ გრაცელების წარმატებული ასპარეზობის შესახებ გამოქვეყნდა სტატია ავსტრიულ გამოცემა kleinezeitung-ში, სადაც ხაზგასმულია ის ფაქტია, რომ გუნდის ლიდერებს, 23 წლის ცენტრალურ მცველ დევიდ აფენგრუბერსა და 28 წლის ნახევარმცველ ოთარ კიტეიშვილს კლუბთან კონტრაქტები ამ სეზონის დასრულებისთანავე ეწურებათ და მათი დამატებით „გლადბახის“ გარდა, გერმანიის ბუნდესლიგის კიდევ რამდენიმე გუნდია დაინტერესებული. ამ ყველაფერზე კომენტარი კი „შტურმის“ სპორტულმა დირექტორმა ანდრეას შიკერმა გააკეთა

რა თქვა შიკერმა

ეს უბრალოდ ჩვენი გზაა და ცვლილებების გულშემატკივრებს არ უნდა ეშინოდეთ. გეთანხმებით, შეიძლება წამყვანმა ფეხბურთელებმა დაგვტოვონ, რადგან მათ უფრო სოლიდურ გუნდებში გადასვლის სურვილი აქვთ და ჩემპიონთა ლიგის საგზური რომც მოვიპოვოთ, ვერც ერთ მათგანს ვერ შევაყოვნებთ, რადგან ისინი ჩვენი გუნდისგან დაფასებას იმსახურებენ. ახლა კონკრეტულ გვარებსა და გუნდებზე საუბარი უხერხული იქნება, რადგან წინ სეზონის ფინიშია და მთავარი მიზნის მიღწევამდე რამდენიმე ნაბიჯი გვაშორებს.

მთავარ მიზნამდე და მესამე საჩემპიონო ტიტულის მოპოვებამდე „შტურმს“ სამი ტური აშორებს. ოთარ კიტეიშვილი და მისი თანაგუნდელები ხვალ „ჰარტბერგს“ უმასპინძლებენ, რასაც „ლინცერთან“ საგარეო და „აუსტრია კლაგენფურტთან“ საშინაო მატჩები მოჰყვება. საქართველოს ნაკრების 28 წლის ცენტრალური ნახევარმცველის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში გრაცის კლუბის რიგებში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 38 მატჩში 8 გოლთან ერთად, 9 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტოპ 5 რეალურია - კიტეიშვილის სერბეთში ტრანსფერის შანსი მიზერულია
ტოპ 5 რეალურია - კიტეიშვილის სერბეთში ტრანსფერის შანსი მიზერულია