ხვიჩა კვარაცხელია, ლუკა ჩერჩიონე
Aa
Aa

„თუ ეს არ მოხდა წავა - ყურადღება ბარსას და ლივერპულს უნდა მივაქციოთ“

იტალიელი ჟურნალისტი ლუკა ჩერჩიონე ხვიჩა კვარაცხელიას ხელშეკრულებაზე საუბრობს და რამდენიმე სავარაუდო ვერსიაზე აკეთებს აქცენტს.

„თუ ოსიმენის ხელშეკრულება გაუმჯობესდა და მას წლიურად 10 მილიონს უხდიან, კვარაცხელიამაც მის მსგავსად თანასწორი წვლილი შეიტანა ნაპოლის ჩემპიონობაში და ისიც იმსახურებდა მსგავს დაფასებას. ამბობენ, რომ კლუბი ხვიჩას 4.5 მილიონს სთავაზობს. თუ უკეთესი წინადადება არ იქნა, ამბობენ, რომ მან შესაძლოა გუნდი დატოვოს. ასეთ შემთხვევაში ყურადღება უნდა მივაქციოთ ბარსელონასა და ლივერპულის ინტერესს.

წავა, თუ არა კვარა? თუ, ხელშეკრულება არ განახლდება ალბათ ის წავა. ნაპოლი უახლოეს დღეებში მისი კონტრაქტით უაღრესად დაკავებული იქნება“.

- ამბობს ამბობს SportItalia-ს ჟურნალისტი ლუკა ჩერჩიონე.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, მამუკა ჯუღელი აურელიო დე ლაურენტისს უკვე შეხვდა, თუმცა კონკრეტული დეტალები არ საჯაროვდება. მათი საბოლოო შეხვედრა მაისის ბოლოს იგეგმება. ხვიჩას მხარე რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით წლიურად 5 და 6 მილიონს ევროს ითხოვს. დე ლაურენტისი კი ჯერჯერობით 4.5 მილიონს სთავაზობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გერმანიიდან ინტერესი არსებობს - კიტეიშვილის წასვლა გარდაუვალია
გერმანიიდან ინტერესი არსებობს - კიტეიშვილის წასვლა გარდაუვალია