გიორგი მამარდაშვილი, ჯიმი რეტკლიფი
Aa
Aa

რეტკლიფს მხოლოდ მამარდაშვილი სურს - იუნაიტედის სატრანსფერო გეგმები

წამყვანი ინგლისური სპორტული გამოცემების ცნობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, პრემიერ ლიგის გრანდებიდან ყველაზე აქტიური „მანჩესტერ იუნაიტედი“ იქნება. პირველ რიგში ელოდებიან მწვრთნელის ცვლილებას და ერიკ ტენ ჰაგის სავარაუდო შემცვლელებად გარეტ საუთგეითსა და გრემ პოტერს ასახელებენ. თუმცა, ტენ ჰაგის დარჩენის შემთხვევაშიც, მეკარის საკითხი უკვე გადაწყვეტილია და ამის მიზეზიც ძალიან მარტივია.

საქმე იმაში გახლავთ, რომ ანდრე ონანას თამაშით კლუბის ახალი მფლობელი ჯიმი რეტკლიფი უკმაყოფილოა და პირადად მისი სურვილია, რომ აფრიკელი გოლკიპერი გუნდში ქართველმა გიორგი მამარდაშვილმა ჩაანაცვლოს. ასეთი ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მამარდაშვილისა და ონანას სტატისტიკური მონაცემები ერთმანეთს შეადარეს და აღმოჩნდა, რომ გიორგის გაცილებით კარგი მაჩვენებლები აქვს.

ნიგერიელმა წლევანდელ სეზონში 51 ბურთი გაუშვა, ქართველმა კი - 35. გარდა ამისა, „ვალენსიასა“ და საქართველოს ნაკრების კიპერმა საკუთარი კარი მშრალად 12 მატჩში მოახერხა, მაშინ როცა ონანამ ამის გაკეთება მხოლოდ 8-ჯერ შეძლო. რეტკლიფის წარმომადგენლები უახლოეს პერიოდში აპირებენ მამარდაშვილის აგენტთან მოლაპარაკებების წამოწყებას, რის შემდეგაც უკვე „ღამურების“ ხელმძღვანელებს შეხვდებიან და ტრანსფერის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს შესთავაზებენ.

23 წლის გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში „ვალენსიას“ რიგებში ლა ლიგაში ჩატარებულ 33 შეხვედრაში 35 გოლი გაუშვა, კარი კი მშრალად 12 მატჩში შეინახა. წინა ტურში „ბარსელონასთან“ თამაშში ის გააძევეს, რის გამოც ხვალ „ალავესთან“ შეხვედრას გამოტოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ევროპის საუკეთესო მეკარეების დონეზეა“ | ალავესის გოლკიპერი მამარდაშვილზე
„ევროპის საუკეთესო მეკარეების დონეზეა“ | ალავესის გოლკიპერი მამარდაშვილზე