გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მიქაუტაძის მორიგი აღიარება

გიორგი მიქაუტაძე „მეცის“ აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. გამოკითხვა კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და 23 წლის ქართველმა ფორვარდმა ხმათა 70 პროცენტი დააგროვა. მან კონკურენტებს, მატიე უდოლს, პაპუ ამადუ დიალოსა და ალექსანდრ უკიჯას სოლიდური უპირატესობით აჯობა და პრიზი სრულიად დამსახურებულად მოიპოვა.

მიქაუტაძე ბოლო პერიოდში არაჩვეულებრივ ფორმაშია და გასულ თვეში საფრანგეთის ლიგა 1-ში გამართულ 4 შეხვედრაში თავი 6 გოლით გამოიჩინა. სულ კი მის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატში გამართულ 17 შეხვედრაში 11 გოლია.კლუბის თვის საუკეთესო მოთამაშისთვის დაწესებული პრიზი მიმდინარე სეზონში მიქაუტაძემ უკვე მესამედ მიიღო და აქამდე ის აგვისტოსა და თებერვალში გამოარჩიეს.

გიორგი და მისი თანაგუნდელები საფრანგეთის პირველობის 32-ე ტურის შეხვედრას დღეს ჩაატარებენ და „მეცი“ – „რენის“ მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. ოცდათერთმეტი ტურის შემდეგ „მეცი“ ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 29 ქულით მე-16 ადგილზეა და გასავარდნ ზონაში მყოფ „ლორიანს“ მხოლოდ სამი ქულით უსწრებს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
6 გოლი ბოლო ოთხ მატჩში - მიქაუტაძის გოლების საოცარი სერია
6 გოლი ბოლო ოთხ მატჩში - მიქაუტაძის გოლების საოცარი სერია