ლევანტე, გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

ქოჩორაშვილის გამარჯვება - ვალენსიელები ლა ლიგაში დაბრუნების შანსს ინარჩუნებენ

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და ქართველ ქომაგებს ჩვენი ნაკრების წევრების მდგომარეობა ორმაგად აინტერესებს.

ესპანეთის ლა ლიგა 2-ში გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ „ვილიარეალი“ B 3:0 დაამარცხა და ლა ლიგაში გადასვლის შანსს ჯერად ინარჩუნებს.

38-ე ტურის შეხვედრაში ქოჩორა მოედანზე მეორე ტაიმში 46-ე წუთზე გამოჩნდა. იმ მომენტში „ლევანტე“ 2:0-ს იგებდა.

ვალენსიურმა კლუბმა ამ გამარჯვებით 55 ქულა დააგროვა და ლიგის პლეი-ოფში მყოფ „სანტანდერს“ გაუთანაბრდა.

პოლონეთის ექსტრაკლასაში ითამაშა ნიკა კვეკვესკირმა, რომლის „ლეხმაც“ სტუმრად „რუხთან“ 1:2 დამარცხდა.

კვეკვე მოედანზე 69-ე წუთზე გამოჩნდა.

„ლეხი“ ამ მარცხის შემდეგ, სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე 52 ქულით მე-2 პოზიციას უკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუსთან შედარებას ვერ გავბედავდი - მეცის მწვრთნელი მიქაუტაძეზე
რონალდუსთან შედარებას ვერ გავბედავდი - მეცის მწვრთნელი მიქაუტაძეზე