მადრიდის რეალი, მიუნხენის ბაიერნი, ალფონსო დევისი, მიგელ გუტიერესი, რაფა მარინი
Aa
Aa

რეალმა ალფონსო დევისზე უარი თქვა

აქტიურად მიმდინარეობდა საუბარი იმის შესახებ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ალფონსო დევისი მადრიდის რეალში გადავიდოდა. პრობლემას სატრანსფერო ღირებულება წარმოადგენდა, თუმცა, როგორც ჩანს „სამეფო კლუბმა“ კანადელ ფეხბურთელზე უარი თქვა.

ესპანელი ჟურნალისტი მელხორ რუისი, რომელიც Cope-ში მუშაობს წერს, რომ მადრიდულმა გრანდმა დევისის ყიდვა რაფა მარინისა და მიგელ გუტიერესის გამო გადაიფიქრა.

„ბლანკოსში“ სურთ, რომ მარცხენა მცველის პოზიციაზე საკუთარი აკადემიის ფეხბურთელები დააწინაურონ და მიზეზი სწორედ ეს არის.

აღსანიშნავია, რომ 23 წლის უკანახაზელს ბაიერნთან კონტრაქტი 2025 წლის ივნისში ეწურება და თუ რუისს დავუჯერებთ რეალი მისი თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაყვანას შეეცდება.

ეს მეთოდი ანჩელოტის გუნდისთვის უცხო არ არის, რადგან კილიან მბაპე სწორედ ასე გადაიბირა. ფრანგ სუპერვარსკვლავს კონტრაქტი ამოეწურა და რეალმა ის უფასოდ გადაიყვანა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კურტუა: “ახლა ბევრად უკეთესი ვარ, ვიდრე ადრე ვიყავი“
კურტუა: “ახლა ბევრად უკეთესი ვარ, ვიდრე ადრე ვიყავი“