გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

შეინარჩუნებენ მიქაუტაძეს? | რას წერენ საფრანგეთში გიორგიზე

ფრანგულმა გამოცემამ, Score-მა გიორგი მიქაუტაძეს სტატია მიუძღვნა. ავტორი ქართველი ფეხბურთელის მომავალზე საუბრობს და პასუხობს შეკითხვას, შესაძლებელი იქნება თუ არა „მეცისთვის“ მიქაუტაძის შენარჩუნება.

„ერთი რამ აშკარაა. გიორგი მიქაუტაძეს აიაქსში თამაშის გაგრძელება, სადაც ურთულესი 6 თვე გაატარა, ნამდვილად არ უნდა და ზაფხულში, მის გარშემო შექმნილ ვითარებას ყურადღებით დააკვირდებიან. მეცში დაბრუნებული ქართველი ფეხბურთელი შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და არაა გამორიცხული, ბევრი კლუბის რადარზე აღმოჩნდეს, მათ შორის, ლიგა 1-ის კლუბებისაც.

პირველი ლიონი გვახსენდება და შესაძლოა, მათ ალექსანდრ ლაკაზეტის წასვლისთვის მზადება მიქაუტაძის გადაბირებით დაიწყონ. არის შანსი, გიორგის ტრანსფერზე ლილიც დაფიქრდეს, რომელიც ჯონათან დავიდის გაშვებას გეგმავს. მონაკო და რენი, რომლებმაც შესაძლოა, ევროტურნირების საგზურები მოიპოვონ, ასევე სავარაუდო მსურველთა შორის არიან.

მეცს რთული დავალების შესრულება მოუწევს, რადგან სერიოზული ფინანსური რესურსის გაღების გარდა, საჭირო სიტყვები უნდა იპოვოს, რომ გიორგი დაბრუნებაზე დაითანხმოს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ მეცი უმაღლესი დივიზიონიდან გავარდა, პასუხი ყველასთვის ნათელი იქნება“, - წერს ფრანგული გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე „აიაქსში“ მიმდინარე სეზონის დასაწყისში გადავიდა. ამსტერდამულმა გუნდმა „მეცს“ მის სანაცვლოდ 16 მილიონი ევრო გადაუხადა. Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 9 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიოს ტოპ 10 მეკარე Four Four Two-ს აზრით | მამარდა ათეულში არაა
მსოფლიოს ტოპ 10 მეკარე Four Four Two-ს აზრით | მამარდა ათეულში არაა