ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

შვიდიდან ექვსი გოლი 2024 წელს - ზურიკო საოცარ ფორმაშია

„აიაჩოს“ (4:0) კარში გატანილი ეფექტური ბურთის შემდეგ, „ბორდოს“ ქართველი შემტევი ნახევარმცველის, ზურიკო დავითაშვილის თამაშს  ფრანგულ სპორტულ პრესაში საკმაოდ დადებითი გამოხმაურება ჰქონდა. მიმდინარე სეზონში ლიგა 2-ის გათამაშებაში 23 წლის ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე 7 გოლია, შვიდიდან ექვსი კი მან 2024 წელს გაიტანა.

რას წერენ ზურიკოზე

ფეხბურთელი, რომელიც თავისი ტექნიკური არსენალით სხვებისგან გამოირჩევა. ის და ესპანელი პედრო დიასი აშკარად მშვენიერ ფორმაში შევიდნენ, რაზეც შედეგებიც კარგად მეტყველებს - 7-7 ბურთით ჟირონდული კლუბის რიგით მეორე-მესამე ბომბარდირები სწორედ ისინი არიან. ამ ფეხბურთელებს პირველივე წრეში ასე რომ ეთამაშათ, „ბორდოს“ შესაძლოა ლიგა 1-ის საგზურისთვისაც ებრძოლა.

თუ ბომბარდირებში დავითაშვილი „ბორდოს“ მოთამაშეებიდან მეორე ადგილს დიასთან ერთად იყოფს, ასისტენტებში 6 საგოლე გადაცემით კლუბში საუკეთესო შედეგი აქვს. ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, ჟირონდელები 47 ქულით მეთორმეტე პოზიციას იკავებენ. დარჩენილ ორ ტურში კი ზურიკო და მისი თანაგუნდელები სტუმრად „კონკარნოს“ და საკუთარ სტადიონზე „პაუს“ შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზურიკოს ლამაზი გოლი და კარგი მატჩი | ბორდომ აიაჩოს 4:0 მოუგო
ზურიკოს ლამაზი გოლი და კარგი მატჩი | ბორდომ აიაჩოს 4:0 მოუგო