კრიშტიანუ რონალდუ, ალ ნასრი
Aa
Aa

მორიგი ჰეთ-თრიკი - რონალდუს 40 მატჩში 41 გოლი დაუგროვდა

საუდის არაბეთის პრო ლიგის მორიგ ტურში „ალ ნასრიმ“ „ალ ვეჰდას“ უმასპინძლა და 6:0 გაანადგურა.

აღნიშნულ დაპირისპირებაში კრიშტიანუ რონალდუმ გაიბრწყინა, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა და საკუთარ გუნდს 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

ანგარიში სწორედ პორტუგალიელმა მე-5 წუთზე გახსნა და დუბლის შესრულება ზუსტად 7 წუთში მე-12 წუთზე შეძლო.

რონალდუს ოტავიომ და მანემ უპასუხეს და პირველი ტაიმი 4:0 დასრულდა. 52-ე წუთზე კვლავ ვეტერანმა თავდამსხმელმა გაისროლა. მატჩის საბოლოო შედეგი კი ალ ფატილმა დააფიქსირა.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად 39 წლის პორტუგალიელს 40 ჩატარებულ შეხვედრაში 41 გოლი დაუგროვდა.

„ალ ნასრი“ კი ამ გამარჯვების შემდეგ, 74 ქულით მეორე პოზიციაზე იმყოფება და ლიდერ „ალ ჰილალს“ 9 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გერეირო და დაიერი დაშავდნენ - პრობლემები რეალთან მატჩის წინ
გერეირო და დაიერი დაშავდნენ - პრობლემები რეალთან მატჩის წინ