ბარსელონა, მადრიდის რეალი, კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

“ძალიან ბედნიერები ვართ“ - ანჩელოტი ჩემპიონობის შემდეგ

მადრიდის „რეალი“ 2023/2024 წლების ლა ლიგის ჩემპიონია. „ჟირონამ“ „ბარსელონა“ დაამარცხა, ხოლო „რეალმა“ „კადისი“. ეს კი ჩემპიონობისთვის უკვე საკმარისი აღმოჩნდა.

ტიტულის მოპოვების შემდეგ, „სამეფო კლუბის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ანჩელოტი:

„ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ. ეს იყო ყველანაირად დამსახურებული ჩემპიონობა. მთელი სეზონის განმავლობაში გულშემატკივრების დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდით. ვისურვებდი, რომ ახლა ჩემპიონობას მათთან ერთად აღვნიშნავდე, მაგრამ იმედი მაქვს ესმით, რომ ოთხშაბათს მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს.

კარგად უნდა მოვემზადოთ, გავიმარჯვოთ და შემდეგ ყველაფერი ერთად აღვნიშნოთ. ახლა მოკრძალებულად უნდა ვიზეიმოთ და „ბაიერნისთვის“ მოვემზადოთ. ამ გუნდის მართვა ადვილია, რადგან ყველამ თავისი ვალდებულება იცის და ნაკლები ეგო გვაქვს. ყველა ერთმანეთს ეხმარება და მეგორები არიან.

აბსოლუტურად ყველაფერი კარგად წავიდა ჩვენი ფეხბურთელების და გულშემატკივრების დახმარებით. აქ ბერნაბეუზე ყველა მატჩში იგრძნობოდა მათი სულისკვეთება. მთავარი მატჩი „ბარსელონასთან“ გვქონდა. ბელინგემის გოლის შემდეგ, ვიცოდი, რომ ჩემპიონები გავხდებოდით.“

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის ლა ლიგაში „სამეფო კლუბმა“ 34 მატჩი გამართა, საიდანაც 27 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა და 1 წააგო(„ატლეტიკოსთან“).

აღსანიშნავია, რომ მადრიდულმა გრანდმა მიმდინარე სეზონში სულ 2-ჯერ წააგო და ორივეჯერ „ატლეტიკოსთან.“ ერთხელ ლა ლიგაში, ხოლო მეორედ კოპა დელ რეიზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მორიგი ჰეთ-თრიკი - რონალდუს 40 მატჩში 41 გოლი დაუგროვდა
მორიგი ჰეთ-თრიკი - რონალდუს 40 მატჩში 41 გოლი დაუგროვდა