ლიონელ მესი, ინტერ მაიამი
Aa
Aa

ისტორიული მატჩი - მესის გოლი და 5 საგოლე პასი

MLS-ის მორიგ ტურში „ინტერ მაიამიმ“ „ნიუ-იორკ რედ ბულზს“ უმასპინძლა და 6:2 გაანადგურა. აღნიშნული დაპირისპირება მესის მორიგ ბენეფისად იქცა.

არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა 1 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. MLS-ის ერთ მატჩში 5 საგოლე პასი აქამდე არასდროს არავის გაუკეთებია.

ამ მატჩის შემდეგ, დევიდ ბექჰემის გუნდს 24 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში პირველ პოზიციას იკავებს.

რაც შეეხება მესის, ვეტერანმა თავდამსხმელმა, მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 1 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 12 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბარსელონამ ჟირონასთან წააგო - რეალი ლა ლიგის ჩემპიონია
ბარსელონამ ჟირონასთან წააგო - რეალი ლა ლიგის ჩემპიონია