ნიკოლოზ ბასილაშვილი, საბა ფურცელაძე
Aa
Aa

ოსტრავას და რომის ჩელენჯერები - ბასილაშვილის და ფურცელაძის მეტოქეები ცნობილია

საჩოგბურთო სამყაროში ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო სიახლეებია.

ნიკოლოზ ბასილაშვილი 20 დღიანი პაუზის შემდეგ კორტზე ბრუნდება. ქართველი ჩოგბურთელი ოსტრავას ჩელენჯერზე იასპარეზებს და ტურნირს კვალიფიკაციიდან დაიწყებს, სადაც მისი მეტოქე გერმანელი მოელერი იქნება. აღნიშნული დაპირისპირება 21 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 17:00-დან დაიწყება.

რაც შეეხება საბა ფურცელაძეს, საქართველოს პირველი ნომერი რომის ჩელენჯერზე გამოვა. მსგავსად ნიკოლოზისა, საბაც კვალიფიკაციიდან დაიწყებს ტურნირს. მისი მოწინააღმდეგე იტალიელი ვაისი იქნება, რომელიც ATP რეიტინგში 292-ე ადგილს იკავებს.

შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ, საბა ფურცელაძემ შარმ ელშეიხის სახელობის ტურნირი მოიგო. ბასილაშვილმა კი ITF-ის ეგიდით ესპანეთში იასპარეზა და სამწუხაროდ ნახევარფინალში დამარცხდა.

ცნობისთვის, საბა ფურცელაძის და ვაისის დაპირისპირება ასევე 21 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 12:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბურთი ძელს გაარტყა  - ქოჩორა სასტარტოში დაბრუნდა და აქტიური იყო
ბურთი ძელს გაარტყა - ქოჩორა სასტარტოში დაბრუნდა და აქტიური იყო