ენრიკე: საპასუხო მატჩი ძალიან რთული იქნება
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპის პირველ მატჩში, ლონდონის „არსენალი’’ პსჟ-ს დაუპირისპირდა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.
მატჩის შემდეგ პარიზელების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ Prime Video Sport-სთან კომენტარი გააკეთა და თავისი გუნდის თამაში შეაფასა.
„როდესაც ემოციები დიდია, თამაშის გაანალიზება რთულია. ჩვენ ვცდილობდით, ჩვენებურად გვეთამაშა. პირველი გოლი სწრაფად გავიტანეთ. ხანდახან ძალიან გვიჭირდა, მაგრამ შეგვეძლო მეორე გოლიც გაგვეტანა. საპასუხო მატჩი ძალიან რთული იქნება. ჩვენ ნამდვილი გუნდი ვართ. ჩვენს ხასიათს ყოველ დღე ვაჩვენებდით. ძალიან სასიამოვნოა ამის „პსჟ-ში“ ნახვა. ძალიან ემოციური მატჩი იყო, რთულია ასეთ ატმოსფეროში თამაში“, - თქვა ესპანელმა სპეციალისტმა.
ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია სასტარტოში შეუცვლელად ათამაშა, მე-4 წუთზე ქართველი ფეხბურთელის საგოლე პასის შემდეგ უსმან დემბელემ გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩი 7 მაისს, „პარკ დე პრენსზე'' გაიმართება.