ნევეში: პსჟ ყველაფრისთვის მზადაა
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპის პირველ მატჩში, ლონდონის „არსენალი’’ პსჟ-ს დაუპირისპირდა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.
მატჩის შემდეგ პარიზელების მცველმა, ჟოაუ ნევეშმა კომენტარი გააკეთა და თავისი გუნდის თამაში შეაფასა.
„ეს ჯერ კიდევ დასასრული არ არის. 2 მატჩიდან ჯერ მხოლოდ პირველი დასრულდა. გასახდელში ჯერ ზეიმი არ არის, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ. ეჭვიც არ გვეპარებოდა, რადგან მენტალურად ძალიან კარგი გუნდი ვართ. თუ ჩვენ ვაჩვენებთ თამაშს და ვიქნებით კონცენტრირებული საკუთარ თავზე, ეს საუკეთესო იყო საშუალება იქნება შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. ეს გუნდი ყველაფრისთვის მზადაა. ჩვენ შეგვიძლია დაცვაც და შეტევაც“, - თქვა ნევეშმა.
ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია სასტარტოში შეუცვლელად ათამაშა, მე-4 წუთზე ქართველი ფეხბურთელის საგოლე პასის შემდეგ უსმან დემბელემ გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩი 7 მაისს, „პარკ დე პრენსზე'' გაიმართება.