ნოვაკ ჯოკოვიჩი
Aa
Aa

Laureus Awards: ჯოკოვიჩი წლის სპორტსმენია - ნოლემ ფედერერის რეკორდი გაიმეორა

Laureus World Sports Awards-ზე წლის სპორტსმენისთვის განკუთვნილი ჯილდო ნოვაკ ჯოკოვიჩს გადაეცა.

ხსენებული ჯილდო გადაეცემა სპორტსმენებს და გუნდებს მათი წლიური მიღწევებისთვის.

ჯოკოვიჩმა 2023 წელს ავსტრალიის ღია, როლან გაროსი და აშშ-ის ღია პირველობა მოიგო. მან ასევე დაამყარა რეკორდი დიდი სლემის ტიტულის რაოდენობით (24). სერბმა გასულ წელს მხოლოდ უიმბლდონის ფინალი წააგო (ალკარასთან).

ჯილდოსთვის ბრძოლაში ნოლემ ლეო მესი, ერლინგ ჰოლანდი, მაქს ვერსტაპენი, ნოა ლაილსი და არმან დუპლანტი დაამარცხა.

ჯოკოვიჩმა  ამ გამარჯვებით, ჯილდოს ისტორიაში როჯერ ფედერერის რეკორდი გაიმეორა და მასთან ერთად ყველაზე მეტi (5) გამარჯვებa დააფიქსირა.

აქვე გეტყვით, რომ ხსენებული ჯილდო ისტორიაში მხოლოდ ერთ ფეხბურთელს აქვს მოგებული - ლეო მესის (2020, 2023).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ატლეტიკოს ინტერესი და ვალენსიას გეგმები | ღამურებმა პოზიცია შეცვალეს?
ატლეტიკოს ინტერესი და ვალენსიას გეგმები | ღამურებმა პოზიცია შეცვალეს?