ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარაშოუ პირველ წრეში - როგორია ხვიჩას სტატისტიკა უდინეზესთან

კლუბის წარუმატებელი თამაშის ფონზე, „ნაპოლის“ შანსები მოიპოვოს ჩემპიონთა ლიგის საგზური, ტურიდან ტურამდე მცირდება. თუმცა, სანამ არსებობს იმის შანსი, რომ ევროპა ლიგას იტალიის სერია A-ს რომელიმე წარმომადგენელი მოიგებს, რის წყალობითაც ლიგის საგზურს ჩემპიონატის მეექვსე ადგილზე გასული გუნდიც მიიღებს, ნეაპოლელები ოპტიმისტურ განწყობას ინარჩუნებენ.

35-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები სტუმრად „უდინეზეს“ შეხვდებიან, რომელთანაც პირველ წრეში 27 სექტემბერს „სტადიო მარადონაზე“ გამართული შეხვედრა ნეაპოლელთა გამარჯვებით 4:1 დასრულდა და 23 წლის ქართველის ბენეფისად გადაიქცა. პირველ ტაიმში კვარამ მეტოქე გუნდის საჯარიმოში ტექნიკურად ითამაშა და მის წინააღმდეგ თამაშის წესის დარღვევისთვის დანიშნული პენალტი პიოტრ ჟელინსკიმ გამოიყენა. შესვენების შემდეგ ხვიჩა ძალიან აქტიური იყო და ბურთის ორჯერ ძელისთვის გარტყმის შემდეგ, ჯერ თავად გაიტანა ულამაზესი ბურთი, მოგვიანებით კი ჯოვანი სიმეონეს გაუწია ასისტენტობა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სრულიად სამართლიანად დასახელდა. შარშან უდინელებთან გამართულ მეორე წრის მატჩში მან 83 წუთი ითამაშა, პირველ წრეში კი ტრავმის გამო არ უთამაშია.

ოცდათოთხმეტი ტურის შემდეგ იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში „ნაპოლი“ 50 ქულით მე-9 ადგილზეა. კვარაცხელიას ანგარიშზე კი 10 გოლთან ერთად, ყველა ტურნირზე შესრულებული 7 საგოლე გადაცემაა. „უდინეზე“ – „ნაპოლის“ თამაში ორშაბათს, 6 მაისს, თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნორმალურად გეჩვენებათ ეს გარემოება?“ - იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩას კონტრაქტზე
„ნორმალურად გეჩვენებათ ეს გარემოება?“ - იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩას კონტრაქტზე