ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ნორმალურად გეჩვენებათ ეს გარემოება?“ - იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩას კონტრაქტზე

იტალიურ მედიაში, ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის საკითხზე საუბარი არ წყდება. ადგილობრივი გავლენიანი სააგენტოები ხელშეკრულების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაციას ავრცელებენ და აურელიო დე ლაურენტისს დამოკიდებულების გამო აკრიტიკებენ.

ცნობილი ტელევიზიის, Rai Sports-ის ჟურნალისტმა, ანტონელო პერილომ სოციალურ ქსელში კლუბის დამოკიდებულება გააკრიტიკა, რომლის მიხედვითაც „ნაპოლიში“ ხვიჩაზე მაღალი ხელფასი 13 ფეხბურთელს აქვს.

რას წერს პერილო:

„ნორმალურად გეჩვენებათ, როდესაც „ნაპოლის“ ცამეტი ფეხბურთელი წელს ხვიჩა კვარაცხელიაზე მეტს გამოიმუშავებს? ფეხბურთელი, რომელიც გასულ სეზონში სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადია. გუნდის წარმატება და სიძლიერე, უპირველეს ყოვლისა, სწორ მენეჯმენტზეა დამოკიდებული. „ნაპოლიმ“ პირველ რიგში ამ ასპექტებს უნდა მიხედოს და ფეხბურთელების, თუ მწვრთნელების ბრალეულობაზე შემდეგ ისაუბროს“.

ბოლო პერიოდში არაერთმა სააგენტომ დაწერა, რომ უახლოეს დღეებში ნეაპოლში აურელიო დე ლაურენტისისა და ხვიჩას აგენტის, მამუკა ჯუღელის შეხვედრა არის დაგეგმილი, სადაც ქართველი ფეხბურთელის კონტრაქტის გაუმჯობესების საკითხი საბოლოოდ უნდა გადაწყდეს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 38 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბარსას ძალიან მოსწონს“ | რას წერს Sport-ი კვარასა და ბლაუგრანას ინტერესზე
„ბარსას ძალიან მოსწონს“ | რას წერს Sport-ი კვარასა და ბლაუგრანას ინტერესზე