მეცი, გიორგი მიქაუტაძე, ამსტერდამის აიაქსი
Aa
Aa

ინტერესი რეალურია - მიქაუტაძე მშობლიურ კლუბში ბრუნდება?

ცნობილი ფრანგული სააგენტო Livefoot-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების და „მეცის“ შემტევი, გიორგი მიქაუტაძე „ლიონის“ ინტერესში მოექცა.

სააგენტო წერს, რომ „მეცში“ დაბრუნების შემდეგ, ქართველი ფორვარდის შედეგიანი თამაში „ლიონის“ ხელმძღვანელებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ და შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე 23 წლის ფეხბურთელი „აიაქსიდან“ გამოისყიდონ.

რა წერია Livefoot-ის სტატიაში:

„ლიონი“ თავის აღზრდილ გიორგი მიქაუტაძის მიმართ ინტერესს აგრძელებს. ჩვენი ინფორმაციით, „აიაქსის“ საკუთრებაში მყოფი თავდამსხმელის მიმართ „ოლიმპიკის“ ინტერესი არ გამქრალა და მისი დამატება კვლავ განიხილება. შესაძლებელია, რომ გარიგება მიმდინარე წლის ზაფხულში შედგეს.

ლიგა 1-ში, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, რთული იყო ისეთი ფეხბურთელის პოვნა, რომელიც თამაშს გიორგი მიქაუტაძეზე უკეთ გააძლიერებდა. ქართველი თავდამსხმელი „მეცს“ მარტო ატარებს და მისი წყალობით, ბოლონის გუნდი ადგილის შენარჩუნებისთვის კონკურენტებს ძლიერ წინააღმდეგობას უწევს. მისი სპექტაკლები  კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ პოტენციალს, თუ რატომ დაიმატა ის „აიაქსმა“, მაგრამ ამის მიუხედავად, სეზონის დასრულების შემდეგ  მისი ნიდერლანდებში დაბრუნება ნაკლებად მოსალოდნელი იქნება.

დიდია იმის შესაძლებლობა, რომ ამ ზაფხულს მიქაუტაძემ ბარგი კიდევ ერთხელ ჩაალაგოს და ამჯერად, მის მშობლიურ ლიონში დაბრუნდეს. „ოლიმპიკმა“ მის გაზრდაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და მშობლიური კლუბის მიმართ გულგრილი არც თავად ქართველი ფეხბურთელია. ინტერესი ორივე მხრიდან რეალურია და ეს გულგრილს არცერთ მხარეს არ ტოვებს“.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის დასაწყისში გიორგი მიქაუტაძე „აიაქსში“ გადავიდა, ამსტერდამელებმა კი მისი ტრანსფერის სანაცვლოდ „მეცს“ 16 მილიონი ევრო გადაუხადეს. მიქაუტაძეს „აიაქსში“ თავის გამოჩენის შანსი არ მიეცა, რის გამოც ზამთარში „მეცში“ იჯარის წესით დაბრუნდა. დაბრუნების შემდეგ, ქართველმა შემტევმა „მეცის“ შემადგენლობაში 9 გოლი გაიტანა და გუნდის მთავარ ლიდერად იქცა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩელსი კვარას ტრანსფერზე მუშაობს, ხვიჩა თანახმაა ინგლისში გადავიდეს“
„ჩელსი კვარას ტრანსფერზე მუშაობს, ხვიჩა თანახმაა ინგლისში გადავიდეს“