ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი
Aa
Aa

„ძმაო, ყველაფერს ართულებ“ - ჰოლოუეიმ თოფურიას უპასუხა

მაქს ჰოლოუეიმ ილია თოფურიას გუშინდელ განცხადებას უპასუხა, რომელიც ქართველმა მებრძოლმა „დალოცვილის“ მიმართ სოციალურ ქსელში გააკეთა.

რას წერს ჰოლოუეი:

„ძმაო, ყველაფერს ართულებ. საკმარისია. შენს „ქამარს მოგიტან“ „The Bitching Mother Fcker“. ახლა რასაც აკეთებ, მხოლოდ სიტყვების სროლაა. ერთ წრეზე მოძრაობ “.

ილია თოფურიამ გუშინ მაქს ჰოლოუეი კიდეც ერთხელ გამოიწვია და ასეთი განცხადება გაავრცელა:

„მე არასდროს მითქვამს უარი ალექსთან განმეორებით ბრძოლაზე, რადგან UFC-ის ეს ბრძოლა არასდროს შემოუთავაზებია. როგორც უკვე ვთქვი, მე ვიქნები პირველი, ვინც ჰოლოუეის დაანოკაუტებს. მოდით მარტივად ვიტყვი: გსურთ ბრძოლა? თუ, პასუხი დადებითია, მეტი სალაპარაკო არაფერია. მოიტანე ჩემი ქამარი და შენი ბალიში“.

შეგახსენებთ, რომ მაქს ჰოლოუეიმ ილია თოფურია UFC 300-ზე, ჯასტინ გეიჯისთან გამარჯვების შემდეგ გამოიწვია, რასაც „მატადორი“ მაშინვე დათანხმდა. ჯერჯერობით, ამერიკელი და ქართველი მებრძოლები ერთმანეთის მისამართით მხოლოდ სიტყვებს ცვლიან და ბრძოლის ორგანიზების თაობაზე კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს სიგიჟეა, ჩემპიონები ასე არ იქცევიან“ - ვოლკანოვსკი თოფურიაზე
„ეს სიგიჟეა, ჩემპიონები ასე არ იქცევიან“ - ვოლკანოვსკი თოფურიაზე