ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ამ სეზონში კვარაცხელიას ინვოლუცია ძალიან გამიკვირდა“ - იტალიელი ჟურნალისტი

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბიო კარესამ საკუთარ Youtube-არხზე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და ქართველი ფეხბურთელის სეზონი შეაფასა.

რას ამბობს კარესა:

პირველი სეზონის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ კვარაცხელია არაჩვეულებრივი, ფიზიკურად ძლიერი, გადამწყვეტი და თავდაჯერებული გახდა. იმის გათვალისწინებით, რომ „ნაპოლის“ წარუმატებელი სეზონი აქვს, ქართველის ასეთი ინვოლუცია ძალიან გამიკვირდა. შესაძლოა, ეს იმის დამსახურებაც იყოს, რომ სეზონის დასაწყისში მიღებულმა ტრავმამ მის ფიზიკურ მდგომარეობას შეუშალა ხელი და განვითარება სწორედ ამან აიძულა. ხშირად ვხედავდით, რომ ის ჯიუტად, ყველაფერს მარტო აკეთებდა და ფაქტობრივად, გუნდის თამაშს საკუთარ მხრებზე იღებდა. „ნაპოლისთვის“ ძალიან დიდი ფუფუნებაა ისეთი ფეხბურთელის ყოლა, რადგან, როდესაც ფორმაშია, მეტოქის წინააღმდეგ სხვაობას დამოუკიდებლად ქმნის.

ოსიმენის შესახებ ვიტყვი, რომ „რომას“ წინააღმდეგ ძალიან კარგად ითამაშა და მასში ის ლომი დაბრუნდა, რომელიც გასულ სეზონში იყო. ვგულისხმობ „რომასთან“ შეხვედრაში მანჩინის წინააღმდეგ მის აჩქარებას, რომელიც შემდეგ მეკარის სეივით დასრულდა. ოსიმენის გაყიდვა გუნდისთვის დიდ ფინანსურ სარგებელს მოიტანს, მაგრამ თუ ნიგერიელი დარჩება, შანსი ექნება, რომ გასული სეზონის ოსიმენს დაუბრუნდეს.

ძალიან მაინტერესებს, კვარა-ოსიმენის ასეთი თამაში მხოლოდ სპალეტის დამსახურება იყო, თუ არა, მაგრამ საზოგადოებამ ამ ორ ფეხბურთელზე ძალიან დიდი მოლოდინი შექმნა. პრობლემა ის არის, რომ წელს, მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება ვერც ერთმა მწვრთნელმა ვერ შეძლო, მაგრამ „რომასთან“ ძველი კვარა-ოსიმენი ვიხილეთ. სასიამოვნოა, როდესაც მათ ასეთ თამაშს უყურებ, რადგან გასულ სეზონში სპალეტიმ მათი დუეტი ძალიან შეგვაყვარა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 38 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბარსას ძალიან მოსწონს“ | რას წერს Sport-ი კვარასა და ბლაუგრანას ინტერესზე
„ბარსას ძალიან მოსწონს“ | რას წერს Sport-ი კვარასა და ბლაუგრანას ინტერესზე