ხვიჩა კვარაცხელია, ჩავი ერნანდესი, მამუკა ჯუღელი
Aa
Aa

„ჩავის ფავორიტია“ - ბარსას კვარას მიმართ სერიოზული ინტერესი აქვს

კვარაცხელიასა და „ნაპოლის“ შორის მოლაპარაკებები კვლავ გაყინულია და ახალი ბევრი არაფერი დაწერილა, გარდა იმისა, რომ ხვიჩას ნეაპოლელები კონტრაქტის 1 წლით გაგრძელებას და სეზონურად 4 მილიონ ევროს სთავაზობენ. მსგავსი ტიპის ინფორმაცია უამრავჯერ დაიწერა და თითქმის ყველა ვებ გვერდმა გაიმეორა.

მოლაპარაკებების ოფიციალურად განახლება, რომ ჭიანურდება, ეს გარემოება La Gazzetta dello Sport-ს ეჭვის საბაბს აძლევს და მორიგ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, „ბარსელონას“ ხვიჩას მიმართ სერიოზული ინტერესი აქვს.

„ქართველი შემტევის აგენტი მამუკა ჯუღელი ნაპოლის წარმომადგენლებს უკვე დაუკავშირდა და კლუბი მზადაა ფეხბურთელს ხელფასი გაუსამმაგოს, თუმცა ეს შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს.

გაძეტას ქართული გამოცემა წერს, რომ ბარსელონა ხვიჩას ირგვლივ ტრიალებს. მამუკა ჯუღელი მომავალ კვირას ნაპოლის წარმომადგენლებს უნდა შეხვდეს და მისი კლიენტის კონტრაქტი განიხილოს. კლუბი მათ გასამმაგებულ ანაზღაურებას შესთავაზებს (4 მილიონი), თუმცა ეს კვარას შესანარჩუნებლად საკმარისი არ იქნება, ისინი 5-ს ითხოვენ.

ჩავის გუნდში დარჩენამ კვარაცხელიას მიმართ ინტერესის განახლება და მისი შეძენა კვლავ აქტუალური გახადა. ჩავი ქართველის დიდი თაყვანისმცემელია, ისევე როგორც მან არაერთხელ შეაქო ლობოტკა. ნაპოლი გაისად ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდება და ეს გარემოება კვარაცხელიას მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. აქამდე მისი გუნდიდან წასვლის საკითხი ასეთი აქტუალური არასდროს ყოფილა.

ამ ტემპით, კლუბი ოსიმენისა და სხვა უკმაყოფილო ფეხბურთელების გაყიდვის შედეგად, რამდენიმე თვეში შესაძლოა ღრმა რევოლუციის წინაშე დადგეს“.

აქვე გეტყვით, რომ ჩავი „ბარსელონაში“ სწორედ შემადგენლობის რეორგანიზების მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად დარჩა. კლუბისგან მწვრთნელს თანხმობა აქვს და წინა წლებისგან განსხვავებით კატალონიელები ამჯერად სატრანსფერო ბაზარზე შესაბამის აქტიურობას გეგმავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შეინარჩუნებენ მიქაუტაძეს? | რას წერენ საფრანგეთში გიორგიზე
შეინარჩუნებენ მიქაუტაძეს? | რას წერენ საფრანგეთში გიორგიზე