მილანი, ნაპოლი, სტეფანო პიოლი
Aa
Aa

“ახლა ნაპოლიზე არ ვფიქრობ“ - პიოლი თავის მომავალზე

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, „მილანს“ სტეფანო პიოლი დატოვებს, ხოლო „ნაპოლის“ ფრანჩესკო კალცონა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, აურელიო დე ლაურენტისს „პარტენოპეის“ მთავარ მწვრთნელად სტეფანოს დანიშვნა სურს. გუშინ, ჯანლუკა დი მარციომ დაწერა, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს.

დღეს, „ჯენოასთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა პიოლის „ნაპოლიზე“ ჰკითხეს, რაზეც იტალიელმა უპასუხა:

პიოლი:

„ახლა „ნაპოლიზე“ არ ვფიქრობ. ჩემი ფიქრები მხოლოდ დარჩენილი 4 მატჩისკენ არის მიმართული. „მილანმა“ ჩემპიონატი მეორე ადგილზე უნდა დაასრულოს და ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის. სეზონის დასრულების შემდეგ, კლუბს შევხვდები და ვნახოთ რა იქნება.“

შეგახსენებთ, რომ აურელიო დე ლაურენტისი პოლის გარდა ვინჩენცო იტალიანოს, ჯან პიერო გასპერინის და ანტონიო კონტეს კანდიდატურას განიხილავს, თუმცა მისთვის პრიორიტეტი პიოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„10 მილიონი ბევრია, მაგრამ კვარას მსგავს ფეხბურთელს უნდა გაუფრთხილდე, რადგან...“
„10 მილიონი ბევრია, მაგრამ კვარას მსგავს ფეხბურთელს უნდა გაუფრთხილდე, რადგან...“