მაინცის სტადიონთან მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი იპოვეს | განაღმვაზე მუშაობა დაწყებულია
Aa
Aa

მაინცის სტადიონთან მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი იპოვეს | განაღმვაზე მუშაობა დაწყებულია

„მაინცის“ სტადიონის, „მევა არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე მეორე მსოფლიო ომის დროინდელი აქტიური ბომბი აღმოაჩინეს. გერმანული კლუბის საშინაო არენაზე რეკონსტრუქციული სამუშაოები მიმდინარეობდა, რამაც მოულოდნელად, ბომბის მდებარეობა გამოავლინა.

ქალაქის მერიის განცხადებით, ბომბის წონა დაახლოებით 500 კილოგრამს შეადგენს და ის ამერიკული საჰაერო ბომბია. მის განაღმვაზე მუშაობა დაწყებულია და წესითა და რიგით, ყველაფერი პარასკევს უნდა დასრულდეს. ბომბის განაღმვის პროცესი გავლენას 3500 ადამიანზე მოახდენს და ისინი ჩვეულებრივ ცხოვრებას მალე დაუბრუნდებიან.

პარასკევს, „მაინცის“ თავკაცს, ბო ჰენრიკსენს პრესკონფერენცია უნდა გაემართა, მაგრამ მომხდარის გამო, მისი გადადება გახდა საჭირო. ბუნდესლიგის ეგიდით, „მაინცს“ მომდევნო შეხვედრა საშინაო არენაზე, „კიოლნთან“ ელის და როგორც ირკვევა, ამ მატჩს გადადების საფრთხე არ ემუქრება.

ცნობისთვის, მეორე მსოფლიო ომის დროს ქალაქი მაინცი სერიოზულად დაზიანდა და ბრიტანულმა და ამერიკულმა საჰაერო ძალებმა დაახლოებით 30 საჰაერო რეიდი განახორციელეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარასა და ოსიმენის ფასი დავარდა, მათი გაყიდვის რისკი არსებობს...“
„კვარასა და ოსიმენის ფასი დავარდა, მათი გაყიდვის რისკი არსებობს...“